Pages

Saturday, February 19, 2011

დროში დავიკარგე...


ოდესმე გამოგიცდიათ მსგავსი რამ?  როგორი შეგრძნებაა იცით? დრო მიდის... გგონია რამდენიმე საათი გავიდა და თურმე მთელი კვირა გასულა... და  თურმე იმდენი რამ შეცვლილა შენ ცხოვერაში თვალსა და ხელს შუა და შენ ეს ყველაფერი გამოგეპარა...
ოდესმე დამდგარხართ კითხვის წინაშე თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი რა შედეგს გამოიწვევს?!.... ოდესმე გაგიკეთებიათ ისეთი არჩევანი რომელზეც თქვენი მომავალი ცხოვრება იქნებოდა დამოკიდებული? მთელი ბავშვობა ხო თქვენს მაგივრად სხვა წყვეტდა... სად უნდა გვესწავლა... რა ნიშნებზე უნდა გვესწავლა.. უნდა გვევლო ცეკვაზე ,მუსიკაზე, ხატვაზე......  იმიტომ რომ ყველა დადიოდა, ყველას უნდა სცოდნოდა პიანინოზე დაკვრა :))) არადა მე საშინლად მეზიზღებოდა ეგ პროცესი... მაგრამ უნდა მესწავლა... იმიტომ რომ ეგრე იყო მიღებული! უნდა მევლო გერმანულზე თუმცა მე ინგლისური უფრო მომწონდა...  უნდა გავყოლოდი მშობლების "მოსაწონ" ბიჭს.....
ეგ ყველაფერი რომ არ გაგვეკეთებინა "დედა გაგვიბრაზდებოდა".... და დედის გაბრაზება პირდაპირ კავშირში იყო ჩვენ "ღნავილთან" (იმას ტირილი არ ერქვა) ტირილი სხვა რამე ყოფილა... გულიდან რომ მოგდის ცრემლები და არა თვალებიდან.... გონება რომ ტირის და თვალებს აიძულებს....
ოდესმე თქვენი არჩევანის გამო გიტირიათ გონებით?! იცით გონებით ტირილი რა არის? როცა შენ ცრემლს ვერავის ვერ დაანახებ... იმიტომ რომ არ იცი რატომ ტირი... არჩევანის სისწორე გატირებს და არა შედეგი....არჩევანის გაკეთების დროს შედეგზე ხომ არავინ არ ვფიქრობთ..... არ ვფიქრობთ არა....
დროში დავიკარგეთქო თავში ვახსენე.... საკუთარმა არჩევანმა დამკარგა .... სადგაც ცარიელ მინდორში მდგარხართ? მე კი... ეხლა ვდგავარ.. ამ წუთას და არჩევანს ვაკეთებ....
თუმცა მე ისიც კი ვერ ამირჩევია ამ წუთას რა მუსიკას ვუსმინო..... :)
ეს ყველაფერი ჩემთვის იწერება... ვერავინ ვერ მიხვდება რატომ ვწერ და საერთოდ რას ვწერ... მე არჩევანს ვაკეთებ დროის შეგრძნების გარეშე.... ერთი კვირა გასულა და ვერ გამიგია... კიდევ ერთი კვირით მივუახლოვდი სიკვდილს თან ისე რომ ვერც მივხვდი ... სიცოცხლით ტკბობა ვერ ვისწავლე.. მგონია რომ კიდე ბევრი დრო მაქვს და შეიძლება ის დრო ამ ერთი კვირასავით გამქცეს.... უკან მოვიხედო და კვალიც კი ვერ დავტოვო... მაგრამ მე ვტოვებ კვალს :) მე ჩემ შვილს და ჩემ მეგობრებს ვტოვებ.... იმ ადამიანებს ვტოვებ ვინც ჩემ კვალს არასდროს წაშლის.... იცით რა კარგია ამის შეგრძნება როცა იცი რომ შენს მერე ვიღაც შენ წილ სიცოცხლეს აგრძელებს ... იმ სიცოცხლეს რომელიც შენ "ვერ მოასწარი".... ზოგი მუქ კვალს ტოვებს ზოგი უბრალო ნაკვალევს... ეს თქვენი ასარჩევია რას ტოვებთ... ერთხელ ერთმა ჩკვიანმა ქალბატონმა მითხრა საკუთარი ნეკროლოგი დაწერე და მიხვდები რა გინდა ამ ცხოვრებაშიო.. მე ჯერაც ვერ დავწერე... ისიც კი არ ვიცი რა მინდა... ალბათ ჩემ დროს რომ დავიბრუნებ.. ჩემ გაქცეულ დროს ჩემივე ნეკროლოგის დაწერასაც შევძლებ :) ან შეიძლება ძალიან ადრეა :)))) არ მემეტება ჩემი თავი ..... ჯერ მაქვს იმდენი დრო რომ დროში დავკარგო... ნუ მე მასე მგონია.... ჯერ კიდევ მაქვს იმის დრო სულელური არჩევანი გავაკეთო ისე რომ მის შედეგზე არ დავფიქრდე... მთავარი ხომ თამაშია და არა მოგება ;)
მინდა რომ ყველამ ითამაშოთ... დროს ეთამაშოთ... დროით ითამაშოთ და დროულად მიხვდეთ რომ თამაშობთ.....

1 comment:

  1. დროსთან თამაშის იდეაზე გადამეკეტა! მაგარი ხარ თქო, ხომ ვამბობდი სულ. გაიხარე! :*

    ReplyDelete