Pages

Saturday, January 22, 2011

"ვალენტინობა" მოდის ხალხოოოო....

14 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის  45-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 320 დღე (ნაკიან წელში - 321). 
ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს იღებს ძველი რომიდან... ლეგენდის თანახმად მგელმა გამოკვება რომის დამაარსებლები რომულა და რემა მიდიოდნენ ამ წმინდა ადგილას და აღასრულებდნენ წესებს ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia - ს დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს მოსდევდნენ და ცემდნენ. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ


აი ეს არის ყოვლად აღიარებული " სიყვარულის დღე"  სინამდვილეში, მაგრამ რატომღაც ჩვენ , მდედრებს ამ ლეგენდის მეორე ნაწილი უფრო მოგვწონს.....
მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს....
აქაც სიკვდილი.. აქაც ტანჯვა ... აქაც "ვაება" :) და ეს მოგვწონს? "რა კარგი იყო ვალენტინი რომელიც სიყვარულს მსხვერპლად შეეწირა " .... რატომღაც არავის არ გასჩენია კითხვა როგორ გრძელდებოდა იმ წყვილის ურთიერთობა... "გმირებად" მოხსენიებული, ცოლ-ქმრულ უღელშებმული " ბედნიერი წყვილი" როგორ იწყებდა თავის ყოველდღიურობას.... თავიდან ხომ ყველაფერი ლამაზია... არ გვინდა ძველი რომი , როგორ ხდება დღეს , 14 თებერვალს გახვალ ქუჩაში და რას ხედავ ?! სახე " გაბრწყინებული " მდედრი და მამრი მიუყვებიან თბილისის ქუჩებს, გოგონას სიმბოლური ერთი ვარდი უჭირავს ხელში და თავდახრილი დედამიწის ზედაპირს ჩაყურებს....... ერთი ვარდის ავტორი , ფანტაზიამკვდარი ხვადი ამაყად მიჰყვება გვერდით თავის რჩეულს და გზადაგზა თვალს აპარებს სხვა მოსიარულე წყვილებისაკენ " აუ, ეს გოგო აშკარად ჩემსას ჯობია" (ნუ დღევანდელობაში " ეს ნაშა" ) .... თუმცა სხვანაირადაც ხდება... ცოტა უფრო "ზედა ფენებში " მდედრს ხელში რომელიმე თანამდეროვე, ცნობილი ბრენდის საფირმო პაკეტი უჭირავს რომელშიც შეიძლება სულც არ დევს ის რისთვისაც თავის დროზე ეს პაკეტი შექმნეს :))))))) მაგრამ მაინც ყვეეელა ბედნიერია.... მერე აღმოჩნდება რომ "ეს ის არ არის რაც შენ გგონია"...... "პური გათავდა წამოაყოლე".... " ეხლა სადღა ეგდე , კიდევ თათბირი გქონდააააა..... " და ა.შ. მაგრამ ყოველ ვალენტინობას, მაშინ როცა "ბედნიერი " იყავი ახალ -ახალი პაკეტი ჩნდება(ეს მაინც ახსოვს :) )  გულს გიმსუყებს ეს მოჩვენებითი ბედნიერება.... და ნელ ნელა "გულ-მუცელ ამსუყებული" ადამიანი შერჩები საკუთარ თავს სარკეში.....
თვალსა და ხელს შუა ვალენტინი სიწმინდეს კარგავს.... და მეეერე გახსენდება ამ ლეგენდის პირვანდელი ვერსია როცა  მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს..... და ერთადერთი სურვილი გაქვს დაიჭირო ის ვალენტინი და თავისივე ისრით განგმირო :)))))

მრავალ ვალენტინობას დაესწარით შეყვარებულო.. უბედურო ადამიანებო :))))))))))))))))

Tuesday, January 18, 2011

ერთ დღსაც აღმოაჩენ რომ უნდა დასვა კითხვა და გასცე პასუხი... ვიღაცას ატკენ ამ პასუხით, ვიღაცას... არა , მაინც ატკენ....
რა ურჩევნიათ ადამიანებს?! ტკივილი, თუ არაფრით მოტანილი სიმშვიდე?!....
ვიღცისთვის მოჩვენებითი , ვიღცისთვის.... უპრო სწორად შენთვის ნამდვილი... შენთვის ან ჩემთვის, ან ჩვენთვის :)
იმ წუთას როცა გინდა მოისმინო ის რაც არ გესმის და უცებ ყურს მოკრავ ... სიმშვიდეა ხო?
რაღაც ზემოთ ( ;) )  წყდება.. რაღაცას ჩვენ ვწყვეტთ...
ამ "სიბერეში " წერა დავიწყე, მაგრამ ცნობილმა ქართველმა ტენორმა ჩემს ასაკში დაიწყო სიმღერა :))) არა არ ვედრები, ეგეთი " ნაგლიც " არ ვარ ... უბრალოდ აზრი მომივიდა და ეს აზრი ფურცელზე, უფრო სწორად მონიტორზე გადავიტანე... იმიტომ რომ , ბავშვობაში ჩემ აზრებს ვინახავდიხოლმე (თუმცა ეს უკვე ვთქვი )  ალბათ უაზროს, მაგრამ აზრიანს....არ მინდა ჩემზე... მე ისედაც ყველა მიცნობთ... ყველა რა?! ჩემები... ხო მიცნობთ? :)
ვიღაცას სუსტი ვგონივარ, ვიღცას ძლიერი .... მაგრამ ეს სისუსტე დიდი ძალაა... აბა შეძელით და იყავით სუსტები ... ან გამოგივათ ან არა ..
არ მეამაყება, მრცხვენია.... მაგრამ აღიარებაც ხომ დიდი ძალაა, ან დიდი სისუსტე... საკუთარ თავში ვერ იტევ "მოზღვავებულ ენერგიას " და გარშემომყოფებს ახვევ თავს....
რა მირჩევნია მე? დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? :)))))))
დრო წაგართვით ამის კითხვაში? მერედა ვინ გაძალებდათ ?!