Pages

Saturday, April 13, 2013

HUGS & SEX ...

ჩემ ბლოგზე არაერთი თემა განხილულა, სიყვარულის,მეგობრობის, ურთიერთობის, ხინკლისაც კი... მაგრამ არასდროს არ მილაპარაკია სექსზე....
არც ამჯერად ვაპირებ  დეტალურად შევეხო, სიღრმისეულად განვიხილო ან კამასუტრას პოზების კატალოგი შემოგთავაზოთ... უბრალოდ მაინტერესებს სად გადის ზღვარი   სექსსა და ჩახუტებას  შორის?!...

სანამ  პატარა ,მეოცნებე გოგო ვიყავი ვფიქრობდი ,რომ ჩახუტება ურთიერთობის პიკი იყო დაყველაზე მეტად გადასცემდა ემოციას... მერე "გავარკვიე" ,რომ თურმე კოცნა ბევრად უფრო ინტიმური ყოფილა და ბევრად უფრო ემოციური....
სად გადის  ზღვარი?! სად მთავრდება ჩახუტება და იწყება სექსი?! (ფიზიკურ მდგომარეობას არ ვგულისხმობ)
ნებისმიერი მამაკაცის "ერთი შეხედვით" ფიქრები სექსუალურ ხასიათს მოიცავს, ნებისმიერი მათგანი "ჩალიჩობს" ჯერ სექსზე და დაახლოების ძირითადი მიზანიც ეგ არის, შემდეგ გარემოებებიდან გამომდინარე წყვეტს როგორ განავითაროს ურთიერთობა "სამიზნე" მეგობარი გახდება, სექსუალური პარტნიორი თუ "სტენკას დადგავს " მის სახლში :)
"მე გხედავ ჩემი შვილების დედად..." ეპოქა დიდიხანია წარსულს ჩაბარდა , " ურთიერთობები ინსტინქტების დონეზე დავიდა და "მანდილიც გახუნდა"... თუმცა სულ სხვა თემაზე მინდოდა ლაპარაკი :)))
ე.ი. "ჩახუტება და სექსი"  : ადამიანს  როდესაც მისი მეგობარი მამაკაცი/დედაკაცი, ქმარი/ცოლი ეუბნება რომ : "არ მინდა შენთას სექსი, მინდა უბრალოდ ჩაგეხუტო" უნდა ესიამოვოს  ეგ ფაქტი თუ საწყენია?! ნიშნავს ეგ იმას რომ მისდამი ინტერესი (სურვილი) დაკარგა და მარტივი გამოსავალი იპოვა ჩახუტების სახით?! თუ პირიქით?! მათი ურთიერთობა გაცდა ინსტინქტებს და ბევრად უფრო ამაღლებულ ზღვარს მიაღწია?! როგორ უნდა მიხვდეს პარტნიორი "მიზეზს"....
სხვა თემაა ,როდესაც ურთიერთობა ფეხს იდგავს , ცოტა არ იყოს უხეშად ჟღერს "შენთან სექსი მინდა"  ნებისმიერ შემთხვევაში მსგავს სიტუაციაში "სტენკა " ისევ საკუთარ აპარტამენტებში უნდა შეინახო დროებით მაინც :D  ამიტომ ძირითადა ყველა (ქალი/კაცი) ერიდება მაგ წინადადების პირდაპირ თქმას და ამჯობინებს უწყინარი "ჩახუტება" მოიშველიონ :) ბევრად უფრო ლამაზად და რომანტიულად ჟღერს "მინდა ჩაგეხუტო"....  ეგ ორი სიტყვა მომენტალურად "აშიშვლებს" ქალს ემოციურად ;) აქტუალური თემაა "შენთან ერთად დაძინება მინდა, მარტო ძილი,მეტი არაფერი" თუმცა მეეჭვება 100დან 70% მაინც მარტო ძილით შემოიფარგლოს... მაგრამ! ეგ ყველაფერი დასაწყისში...
როგორ ხდება მაშინ როცა უკვე ურთიერთობა განვითარებულია?! თითქოს ბევრი წამიკითხავს და  თურმე არც იმდენი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მქონდეს....  ყველაზე მეტად საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე მიჭირს პასუხის გაცემა...
აზრთა სხვადასხვაობამ , ადამიანების სიჭრელემ, ურთიერთობების სიმუქემ საღ აზრს ამაცილა... საინტერესო იქნებოდა მამაკაცების აზრი ამ თემაზე, მაგრამ მამაკაცები ხომ არასდროს არ გვასწავლიან "ხეზე ცოცვას" :) ამიტომ ყველაზე მარტივია კიბე მოვიძიოთ ხეზე ასასვლელად ან უბრალოდ ხე მოვჭრათ ;) ჩვენ თვითონ გავაკეთოთ დასკვნები და გავავლოთ ზღვარი ....
არ მაქვს პასუხი.... არ ვიცი.... მაპატიეთ ჩემო მეგობრებო :)


Saturday, April 6, 2013

ურთიერთობა და აზარტი...

ყველანაირი ურთიერთობა თავისთავად მოიცავს რაღაც იდეას და მე ვეთანხმები მოსაზრებას რომ შემთხვევით  არაფერი არ ხდება...  ყველა ადამიანს, ყველა ნივთს თავისი პირადი დანიშნულება აქვს ჩვენ ცხოვრებაში... ყველა ურთიერთობა იწყება რაღაც ახალის შეცნობის სურვილით... თითოეული ჩვენი ნაბიჯი გათვლილია ქვეცნობიერად და შემდეგ ნაბიჯს სიახლის "შეცნობის" სურვილი განაპირობებს.....  რატომ ვიწყებთ ურთიერთობას სრულიად უცხო ადამიანთან?! იმიტომ რომ გვინდა გავაფართოვოთ სანაცნობი წრე თუ იმიტომ რომ რაღაც გვაინტერესებს?! რაღაც... შემდეგი ნაბიჯი,შემდეგი ეტაპი...  არასდროს არ ვნანობ არცერთ ჩემ "ნაცნობს" ... არასდროს არ  განვიცდი აბსოლიტურად გამოუსადეგარი ნივთის შეძენას, იმიტომ რომ სრულიად უსარგებლო ნივთსაც კი შეგიძლია რაღაც  დანიშნულება მოუძებნო.... ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რაში მჭირდებოდა ელექტრო ღუმელი, მე ხომ არასდროს არაფერს ვაცხობ :) მაგრამ ერთ დღეს როცა მაკომ "მადამ ბოვარის" გაკეთება მასწავლა მივხვდი,რომ დრო იყო გამომეყენებინა... ვერასდროს ვერ ვხვდებოდი  რატომ გადამიყვანეს სხვა  კლასში,როცა ესე ძალიან მიყვარდა ჩემი ძველი კლასელები ,სანამ იმ ახალ  კლასში დღეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არ გავიცანი...  ვერასდროს ვერ  მივხვდებოდი რატომ არ ეწყბოდა ჩემი პირადი ურთიერთობა არავისთან სანამ არ მივხვდი რომ "ის ერთადერთი" ჯერ არ შემხვედრია.... ჩემი მეგბარი, გამოუშვეს სამსახურიდან სრულიად უმიზეზდ, ერთად განვიცდიდით და ერთად ვეძებდით გამოსავალს,თუმცა ვხედავდი რომ ჩემი ნუგეში საკმაოდ უადგილო იყო.... მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში სხვაგან დაიწყო მუშაობა.... რომ არ მომხდარიყო ისე როგორც მოხდა არ იქნებოდა ის უკეთესი..... კარგსაც და ცუდსაც, ბოროტსაც და კეთილსაც თავისი "მისია" აქვს ჩვენ ცხოვრებაში... რაღაცას ვსწავლობთ... რაღცას ვასწავლით... ვიზრდებით და ვვითარდებით...
ჩემი პიროვნული სიძლიერე,რითიც ესე ვამაყობ დღეს ... მე ერთი ჩვეულებრივი სუსტი ,სხვაზე დამოკიდებული გოგო ვიყავი,რომელიც ფეხსაცმელსაც კი ვერ ყიდულობდა სხვისი რჩევის და ჩარევის გარეშე... სუსტი და დაუცველი,რომელსაც არ გამაჩნდა საკუთარი აზრი და ჩემ აზრს არ ქონდა არსებობის უფლება,იმიტომ რომ მაინც არავინ მოისმენდა... დღეს მე ხმამაღლა ვაფიქსირებ ყველაფერს რასაც ვფიქრობ, დღეს მე მისმენენ და რჩევას მეკითხებიან... რომ არ მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში რამდენიმე გარდატეხა , ის რაზეც ხმით ვტიროდი და ღმერთს ვთხოვდი აეცილებინა ჩემთვის ის  განსაცდელი,დღეს მე ისევ  ხმის უფლება ჩამორთმეული,შეუმდგარი პიროვნება ვიქნებოდი, საკუთარი კომპლექსებში გახვეული....  არ ვარ ოპტიმისტი და არც თოვლის ბაბუის არსებობა აღარ მჯერა, არ ვცდილობ ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს და გითხრათ ,რომ ყველაფერი კარგადაა... პეპლები და ჩიტები... მაგრამ აბა დაფიქრდით... ყველა ჩვენგანს გამოუცდია უიმედო სიყვარული,დანგრეული ოცნებები,ყველას გვყვარებია 2ჯერ მაინც :) და რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება რომ არ დაგვეკარგა ის პირველი?! მეპირადად ვიცხოვრებდი სადღაც ღრმა სოფელში, მეყოლებოდა ალბათ 2-3 ძროხა....  ბევრი შვილი,რომლებიც ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელით გაიზრდებოდნენ... ხო , ხო...  არ ვხუმრობ, მე ხომ პირველად ერთი ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი შემიყვარდა და არ მყავდა მტერი გარდა მამაჩემისა, რომელმაც სასწრაფო წესით დამაბრუნა თბილისში... მძულდა სამყარო და მზად ვიყავი ჩემი ხელით გამეგლიჯა ყველა ვინც მეწინააღმდეგებოდა :) ეს მაშინ... :)  რა იქნებოდნენ რომეო და ჯულიეტა რომ არ დახოცილიყვნენ? მსუქანი დიასახლისი ჯულიეტა და ლოთი რომეო?!
სადაა დასასრული ვერავინ ვერ იტყვის ვერასდროს... სად მთავრდება აზარტი და იწყება           დინება... და ჩვენ... თუნდაც შენ ... გინდა მიყვე დინებას? იცხოვრო მკვდარი თევზივით?!  მაშინ შენ არ ხარ შემდგარი როგორც ადამიანი და დროა მოაგვარო ეგ პრობლემა :)
ყველაზე კარგი იცით როდისაა ნივთი?!  როცა მას არ მოყვება ინსტრუქცია და არ აქვს დანიშნულება! და ურთიერთობა?! მაშინ როცა ყველა დღე რაღაც ახალს გპირდება.... არ იცი რა პასუხს გაგცემს sms-ზე ;) ყოველი მისი ნახვა ახალი აღმოჩენა და სიახლეა.... როცა აზარტი იმ დონეს აღწევს,რომ საკუთარი ადრენალინის ზღვაში იხრჩობი....  მასთან არასდროს არ უნდა დაიღალო....  ვერასდროს ვერ ხვდებოდე რას ფიქრობს, თუმცა კარგად იცნობდე.... იცოდა რა სტკივა და რა უხარია... მარტო იმიტომ, რომ არატკინო და გაახარო... თუმცა არასდროს არ უნდა იცოდეს რითი გაახარებ.... ურთიერთობა ჩვეულებრივი პოკერია.. ხელში გიჭირავს ტუზი და ექვსიანი ,ერთი ფერის და ელოდები დანარჩენ ხუთ კარტს, კომბინაცია თავად უნდა ააწყო, თუნდაც იბლეფო,  თუნდაც დაჩექო.... ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩახვიდე all-inს  და არასდროს არ გახსნა კარტი ;) უნდა დარჩე გამოცანად, ბევრ მოქმედებიან ამოცანად... არასდროს არ უნდა თქვა "fold" და თუ მოგიწევს მაგის თქმა ვერავინ ვერასდროს ვერ უნდა გაიგოს რა კარტი დაყარე.....
სათქმელად ადვილია ხო?! არა ,მე არა,მე ვერ ვიყენებ ჩემ თეორიებს პრაქტიკაში... უფრო სწორად ვერ ვიყენებ-დი ,სანამ ჩემ თავში  ახალი აზარტი არ აღმოვაჩინე.... მე სევიყვარე ჩემი თავი... შევიყვარე იმიტომ, რომ სხვასაც ვუყვარდე... მე ჩავდივარ ALL IN-ს და ვეთამაშები მარტო იმას ვინც კარტს არ დაყრის...







მე შენ კი არ მომწოხარ...  მე ჩემი თავი მომწონს როცა შენთან ვარ.... :)