Pages

Tuesday, July 17, 2018

THE HATED...

 დილით ბალიშზე დადებული  ყვავილების სურნელმა გამაღვიძა...
სანამ ვნებივრობდი და საწოლში მორთმეულ ცივ  ყავას მივირთმევდი ვფიქრობდი ქალებზე, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გამოუცდიათ, არ ვიცი ჰორმონების ბრალია თუ მოზღვავებულმა ბედნიერებამ ჩამაფიქრა, მაგრამ პარალელის გავლება დავიწყე ყავა-მირთმეულ და ყავის-მიმრთმევ ქალებს შორის...

და მივხვდი რომ თავად წყვეტ რომელი იქნები ....

გარეგნობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მაგაში ძალიან დიდიხანია დავრწმუნდი (თუმცა არა არსებითი) გარდა გარეგნული ფაქტორებისა დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ აფასებ საკუთარ თავს, როგორ "მოაპყრობინებ" შენს მიმართ ადამიანებს...

არსებობენ ქალები, რომლებსაც პატივს არ მიაგებენ ,ამცირებენ , შეურაცჰყოფენ, ღალატობენ ,არ არიან მათ გვერდით და არიან სხვა ქალთან იმ მომენტშიც კი  როცა ისინი ტკივილ-კივილით ქვეყნად "მოღალატის" შთამომავალს მოავლენენ,ღალატობენ ნაქირავებ ბინებში , ღალატობენ მისივე ოთახში, მისსავე საწოლში,  მაშინაც კი როცა თაფლობის თვით ტკბობა არ დაუმთავრებიათ,  ღალატობენ ყველგან ყველასთან და სახლში მისულნი ზიზღით უყურებენ "შეცდომას" , ღალატობენ იმიტომ უფრო მეტად დაამცირონ,
გაურბიან , მათთან ყოფნას სხვა, უცხო ადამიანის გარემოცვა ურჩევნიათ, სიმთვრალის შეცდომას უწოდებენ ... ისინი ითმენენ, ითმენენ და  ამრავლებენ ერს "ოჯახის" შენარჩუნების მიზნით, და რაც უფრო მეტად ილტვიან მით მეტად კარგავენ თავმოყვარეობას და მით მეტად საძულველნი ხდებიან , მით მეტად ეფლობიან საკუთარ ნაგავში, მათი ლექსიკონი ვულგარულია, მათი მანერები უხეში , თითშეფასება ნულს ქვემოთ, მათში მკვდარია ქალი , და ეს არა მარტო მათ სულს, მათ გარეგნობასაც ასვამს დაღს, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ , იმსახურებენ იმიტომ რომ სადღაც დაუშვეს შეცდომა, მათ იციან რომ ღალატობენ , რაც მეტი იციან მით მეტად უმახინჯდებათ სული , საზოგადოება მიეჩვია კაცის დადანაშაულებას , მაგრამ რატომღაც არავის ახსენდება ქალის როლი ამ ყველაფერში ...

და..
არსებობენ ქალები , რომლებსაც აღმერთებენ , ყველაზე დაუმორჩილებელი მაჩოც ერთგული მეუღლე, პარტნიორი , მეგობარი ხდება..
 ქალები - როგორც ნავსაყურელი ....
ქალები- რომლებიც თავდაყირა დააყენებენ მამაკაცის ცხოვრებას...
ქალები- რომლებიც მასში მიძინებულ ან არ არსებულ გრძნობებს აღვივებენ, გახდიან მზრუნველს, მომმვლელს,საყრდენს და ტკბებიან მიღებული შედეგით.
ქალები- რომლებიც არიან სასურველი...
ქალები- რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი.
ქალები- რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით კბილებით და ყველა კიდურით იჭერენ
 ქალები რომლებსაც თავდაუზოგავი შრომით მოიპოვებენ და არასდროს წყვეტენ ამ შრომას.
ქალები- რომლებსაც საწოლში მიართმევენ ყავას, ბალიშთან უწყობენ ყვავილებს და მათი სიხარული ახარებთ  ;)
და ეს ქალები აფასებენ , უყვართ, უვლიან , უფრთხილდებიან, ბედნიერდებიან და საკუთარი ბედნიერებით მასაც აბედნიერებენ . სწავლობენ და ასწავლიან შეცდომებზე...


დიახ, მე ვუყურებ სხვა ქალებს, ვისმენ მათ სიტყვებს, ვკითხულობ მათ პოსტებს, ვისმენ მათ აზრებს და ვსწავლობ მათ შეცდომებზე,  მე ვხვდები რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი , ზოგჯერ ვუყურებ , რომ დავინახო ის კარგი თუ ცუდი რაც მათზე მსმენია, ბევრზე შემცვლია წარმოდგენა და ბევრზე კი დავრწმუნებულვარ, ისინი ნამდვილად იმსახურებენ იმ ყველაფერს როგორც აცხოვრებდნენ.


მე სანამ შენ შემიყვარდებოდი  შენი ჩემდამი სიყვარული შემიყვარდა .

Friday, August 18, 2017

დედის წყევლა

მოხუცი მიატოვაო, განგაშის ზარი შემოკრა ერმა, აიკლეს სოც.ქსელი ქილიკით, ლანძღვით, ყველა ბრძენი გამოდგა სხვის ომში....
მეხსიერება კარგი ქონდა, ღრმა ბავშვობიდან ახსოვდა დეტალები, რომლებიც იმდენად შეჭრილიყო მის გონებაში , მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერ ივიწყებდა...

 დედა უყვარდა, ისე როგორც ყველა ბავშვს, გენეტიკურ ვალდებულებად დაჰყვება თითქოს ცნობიერს , უნდა გიყვარდეს, უპირობოდ, უანგაროდ...

სიძულვილი ობობის ქსელივით იხლართებოდა და ედებოდა ტვინს...

"დედის წყევლას ყველაზე დიდი ძალა აქვსო " - რომ გაიზარდა მერე მიხვდა , გაიაზრა, იგრძნო....

12 წლის იყო სიკვდილი რომ გადაწყვიტა, იქნებ გული ეტკინოს, იქნებ ინანოს, იქნებ მერე მაინც მომეფეროსო....

ვერ გაბედა , პატარა იყო, კედელთან მიიყუჟა, ნაცემი სიწითლეები ხელით დაიზილა, პირობა მისცა თავს , რომ შვილს ასე არასდროს მოექცეოდა...

დილით ისევ წყევლამ გააღვიძა...
"ნეტა სხვებიც ასე იღვიძებენ ?!" - ალბათ... სხვანაირი ცხოვრება არ არსებობს.... "მამა მაინც მყოლოდა...."

გაიქცა, გაეკიდა... დედის წყევლა იქაც წამოეწია....

მოწმენდილ ცაზე იცოდახოლმე გაელვება...
ყველა უჯრედი სტკიოდა სადაც დედის ხელი მოხვედრია... 
სული დაუმახინჯა... 
მოხუცი მიატოვაო...  გაკიცხეს. 
ვერ ივარგა ვერ მოერია... დედის წყევლა უფრო ძლიერი ყოფილა.


Wednesday, April 12, 2017

ია პაპა...

დაბადების თარიღი ზუსტად არ იცოდა...
მეუბნებოდა 29 თებერვალს დავიბადე და ოთხ წელიწადში ერთხელ მემატება ასაკიო.. :)
წიგნებს კითხულობდა, მერე მიყვებოდა, წარწერას აკეთებდა და ისე მჩუქნიდა..
თავის ბავშვობაზე უყვარდა მოყოლა, ომზე, შიმშილზე, მამაზე-რომელიც არ ახსოვდა,პატარა იყო რომ დაუხვრეტიათ...
თავის ტასო ბებოზე, ლამაზი იყოო ამბობდა- "დეიდაშენი გავსო"...
ფისუნას მეძახდა, ვერ ვიხსენებ სახელით მოემართოს , სანამ მარიამი დაიბადებოდა, მერე მარიამი გახდა ფისუნა :)
ვუტირებივარ კიდეც, გავუბრაზებივარ ალბათ.. მე მხოლოდ ერთი მახსენდება, მაგნიტოფონი გამომირთო ძალიან ხმამაღლა მუსიკის მოსმენის გამო.. სხვა არ მახსენდება... ავიწყდებათხოლმე როცა ენატრებათ.
ზაქარია ერთქვა ,მაგრამ ყველა "ფაცოს" ეძახდა, მე იას :) ცოტა სასაცილოა პაპას ია დაუძახო, მაგრამ მე მასე ვეძახდი.. მე და მერე უკვე ყველა ...
მაღალი იყო, მწვანე თვალები ქონდა , ჩემთან ერთად თამაშობდა და ჩემ გაკეთებულ "საჭმელს" ისეთი კმაყოფილებით ჭამდა თითქოს უკეთესი არაფერი გაესინჯოს :)
მარიამი რომ ნახა პირველად რაღაცნაირი სახე ქონდა... რაღაცნაირი ...
ყველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, სახლს, ღობეს, ეზოს, ხეივანს...
მამამ არ მყავდა გვერდით მთელი ბავშვობა, მაგრამ პაპა მყავდა....
არც მაშინ გაბრაზებულა მანქანა რომ დავაგორე და ხეივანს დავეჯახე... "ხო არაფერი იტკინე შე ვირიშვილოო" :))
მენატრება....
ხუთმა წელმა ლამის ხმაც დამავიწა....
მკაფიოდ ჩამესმის "ფისუნა" და "მტკივა"...
ბოლოს სტკიოდა.. მანამდე არასდროს გამიგია მისგან ეს სიტყვა... მაგრამ ბოლოს ეტკინა... სული ტოვებდა სხეულს... დიდი ხუთშაბათი იყო ....
ალბათ ოდესმე ისევ გნახავ ია პაპა...

Wednesday, January 4, 2017

ძაღლი შინ არ ვარგოდაო...

ღალატის თემამ დამაინტერესა ამ ბოლო დროს...
მიზეზი ჰაერში გავრცელებული ღალატის ფლუიდია ,რომელმაც სრულად მოიცვა მთელი სამყარო ..
ღალატის კლასიკურ ფორმას მიმართულებები მიეცა და "გასამართლებელ"  მოტივებად გამოიყენება, ღალატს დანაყოფები აღმოაჩნდა :
თვალით  ღალატი,
სულით ღალატი,
ხორცით ღალატი,
ემოციური /გრძნობებით ღალატი ...
ერის ღალატი (დღევანდელ თანამედროვეობაში ყველაზე  უმტკივნეულო ღალატად ითვლება)

ნაღალატევნიც იყოფიან კატეგორიებად:
გულმოკლულნი,
"კაცია გეიგულავებს და მოვა".
მიღალატა-ვუღალატებ (ока за ока..)
არ პატიებელნი, მპატიებელნი, ძვირად (და არა რთულად)  მპატიებელნი...

ღალატის თავიდან აცილება ბევრად მარტივი იქნებოდა, ადამიანებს გაუგებარი ვალდებულებები და დამოკიდებულებები ,რომ არ აკავშირებდეთ ერთმანეთთან, არ გინდა?!- სხვა გინდა?!- წადი! მაგრამ.... გარდა კონკრეტული პიროვნების დაკარგვისა (რომელიც , როგორც აღვნიშნე აღარ გინდა ;) ) ზოგი ბინას კარგავს, ზოგი სოციალურ სტატუსს, ზოგი ახალ მანქანას, ზოგი გვარს, ზოგი მყარ ფინანსურ მდგომარეობას , ზოგი გავლენიან ქვისლს და ა.შ. არიან ისეთებიც , რომლებმაც "სისუსტე გამოიჩინეს" , შეცდნენ (თუმცა ჩემთვის ეს ფენომენი აბსოლუტურად გაუგებარია).  ქართულ რეალობას ემატება კიდევ ერთი - " რას იტყვის ხალხი" ..
ცოტა რთულია ნაღალატევის სტატუსით დაასრულო ურთიერთობა ისე ,რომ თავმოყვარეობა არ შეგელახოს..
თვითონ ღალატიც თავმოყვარეობის შელახვად აღიქმება ჩემთვის, თორემ . როგორც 90-იანებში იტყოდნენ "სოჩიკი არავის უწერს".
რა შემთხვევაში ღალატობს ქალი?!  თუ უღალატეს, თუ აღარ უყვარს, თუ შურს იძიებს , თუ ბოზია .
როცა დგამ ნაბიჯს სხვისკენ , არჩევანს აკეთებ სხვაზე , ე.ი. ის , პირველი არ არის "შენი " , არ გაკმაყოფილებს ვიზუალურად, ფიზიკურად, სექსუალურად, არ აქვს ის რასაც ეძებ სხვაში (თუ მაინცდამაინც бешенство матки- თ არ ხარ დაავადებული)
ქალის ღალატის უმთავრესი მიზეზი მაინც მისი პიროვნული შებოჭვა ხდება, ბუნებრივია, როცა უხუთავ სულს, მიიწევს ჰაერისკენ...
ღალატის მსხვერპლი მამაკაცებიც თავის მხრივ იყოფიან კატეგორიებად:
არასრულფასოვნების კომპლექსის მქონენი,
ზედმეტად თავდაჯერებულ/ თვითდაჯერებულნი.
არასრულფასოვნების მქონე მამაკაცი ბევრად რთული ასატანი და მარტვივად საღალატოა, მას სულ ეშინია ,რომ  წახვალ , მუდმივად ფარულ თუ ღია კონტროლს აწესებს, მაგრამ საკმარისია ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს უკან იხევს, მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდის საკუთარი ტანჯვით, ერთ-ორ მცირე მაშტაბის სკანდალს მოაწყობს ლოკალურად და როგორც კი დაკარგვის საშიშროებას იგრძნობს ავლენს "დიდსულოვნებას" პატიობს მოღალატეს და განაგრძობს ახალი მიზეზის ძიებას , მოღალატე თავის მხრივ ნაპატიებად ფრთაშესხმული განაგრძობს ჯიხვის ეფექტის მინიჭებას მისი "დიდსულოვანი მამრისადმი" .


არა ნაკლებ მძიმეა  თავდაჯერებულ/ თვითდაჯერებული მამაკაცის შემთხვევა, ის ყოველთვის "ამეტებს" თავს პარტნიორს ხშირი შეძახილებით " მადლობა თქვი , მე რომ გყავარ" .. " შენ ვის რაში ჭირდები"... " მე ქალები დამდევენ..." და ა.შ. მსხვერპლი ამ შემთხვევაში მღალატებელია, რომელსაც შეიძლება სულაც არ უნდა მის პრინცზე დადგმული უხილავი რქის დანახვა , მაგრამ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად, მორიგი თავდასხმის დროს სიამოვნებით  უგებს ნიშანს გულის სიღრმეში  ამპარტავან პარტნიორს და სიამოვნებით ლულავს თვალებს არალეგალური აქტის გახსენებისას...
მოღალატეთა  კატეგორიას ავსებს უყურადღებოდ დატოვებული ქალების საკმაოდ დიდი რიცხვი...
როცა საყვარელი/სასურველი მამაკაცისგან ვერ იღებ სათანადო ფლუიდებს , გასცემ იმაზე მეტს ვიდრე იღებ, დარღვეული ენერგეტიკული ბალანსის კომპენსირებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს დამატებითი  მუხტი ...

შეიძლება ითქვას რამდენი ქალბატონიც არსებობს ქვეყანაზე ,იმდენივე შეიძლება იყოს ღალატის მიზეზიც.
რატომ არ მიდის ამ დროს ქალი?! ეგ ხომ უკვე დავწერე :)

მოღალატე მამაკაცი ამოუცნობი ფენომენია და რატომღაც მუდმივი განხილვის საგანი კაცის ღალატია (თუმცა არანაკლებ მაშტაბებს მოიცავს ქალის ღალატის რაოდენობაც)

ყველაზე უწყინარი მათ შემთხვევაში "თვალით მოღალატეა".. (მეც კი ვერ ვიკავებ თვალს, ლამაზ ქალს ,რომ არ გავაყოლო :) )
თვალით მოღალატე, გარეთ აღძრული მადით უბრუნდება საკუთარ კერას და აშლილ ვნებებს შინ იკმაყოფილებს.
(უყვარს  ცოლი/ქმარი, მოსწონს სხვა-ც, პატივს სცემს საკუთარ თავს და არჩევანს )

სულით მოღალატე ის ფენომენია, რომელიც მარტო პარტნიორს კი არა , მეგობარს, ნათესავს, შვილს, დედას , ენას , მამულს და სარწმუნოებასაც კი უღალატებს და ეგ ფენომენი ჩემ ბლოგზე არ განიხილება.
(არ უყვარს არც ცოლი/ქმარი, არც საკუთარი თავი, არ მოსწონს არავინ , არ გააჩნია არც მორალი  და არც არაფერი წმინდა)

ხორცით მოღალატე ყველაზე ბინძური კატეგორიაა მოღალატეთა შორის, მისთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა გარდა მატერიალურისა, ის ყიდულობს, მოიპოვებს, მოინადირებს მსხვერპლს და გახელებული ცხოველის სახით იწყებს მის ჯიჯგვნას , შინ მისული ხორციელი კმაყოფილებით შეპყრობილი  , სავალდებულო რიტუალს შეასრულებს და  კბილს გაკრავს ლეგალურ პარტნიორს .
(არ უყვარს ცოლი/ქმარი , არ მოსწონს არავინ , ამ კატეგორიის ადამიანებს როგორც წესი საწოლთან  დიდი სარკე უკიდიათ, ხშირ შემთხვევაში სექსუალური პრობლემები აქვთ )

ემოციური და გრძნობებით მოღალატე ადამიანი ყველაზე გამართლებულია მოღალატეთა შორის,  თუ ამ ადამიანს დიდი მორალური და ფიზიკური  პასუხისმგებლობა აკისრია ის გამართლებულთან ერთად შესაცოდიც ხდება... ის იკეტება და ებრძვის საკუთარ თავს, ცდილობს გრძნობის და ემოციის გაკონტროლებას, ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში საკუთარ ბედნიერებას სადღაც სხვენში გამოკეტენ და გაათმაგებული პასუხისმგებლობით  ჩაებმებიან ოჯახური უღელის ქვეშ , არჩევანს ოდესღაც თბილ, მაგრამ უკვე გაციებულ კერაზე აკეთებენ და მხოლოდ ყველაზე თამამ ოცნებაში აძლევენ თავს უფლებას წარმოიდგინონ  როგორი  იქნებოდა გრძნობებით გამთბარი კერა...
(უყვართ "სხვა"... !  )











.

თუ ქალი არ არის დაინტერესებული ქონდეს მამაკაცთან ღრმა, ახლო ურთიერთობა, მაშინ ენერგიის გადინება მოხდება სულ სხვაგავრად. ანუ როცა ქალს სექსი უნდა მხოლოდ სექსისთვის, მაშინ ის მამაკაცისგან მიღებულ ენერგიას არ გაუკეთებს ტრანსფორმაციას და არ დაუბრუნებს მას, არამედ ის ამ ენერგიას გამოიყენებს თავისი პირადი სურვილების და სასიცოცხლო ძალების გასაძლიერებლად. ყოველი ასეთი სექსის შემდეგ მამაკაცი ენერგეტიკულად ( ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც) არის დაცარიელებული.სტატისტიკურად, სექსის შემდეგ მამკაცების 60%-ს უქრება ყველაფრის სურვილი, აღარ უნდათ ქალთან ყოფნა, საუბარი. ამას მიზეზად სახელდება მამაკაცის კმაყოფილების შეგრძნება, თითქოს ის დაკმაყოფილებულია და მიიღო ყოველივე სასურველი, სინამდვილეში ის ქვეცნობიერად ცდილობს აღიდგინოს ენერგია, რომლისგან სრულიად დაცლილია.
ენერგეტიკულად, კაცის დანიშნულებაა იყოს აქტიური და ამ აქტიურობით გახდეს შემქმნელი.ქალის მოვალეობაა, იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს მას ენერგიის ტრანსფორმირებაში,როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა რომელიმე პარტნიორი წყვეტს განვითრებას, შესაბამისად მეორე ვითარდება და სინქრონიზაცია ირღვევა.ღალატი არის შედეგი, იმის რომ ადამიანი სწორად არ ვითარდება.

არადა რა მარტივია შეიყვაროთ საკუთარი თავი და მერე პარტნიორი... ენდოთ საკუთარ თავს და ამით ავტომატურად ენდოთ პარტნიორს.. პატივი სცეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე პარტნიორს... 


და მაინც ჩემი ხოტბა მოღალატე ადამიანებს :)) თქვენ ხო უძლიერესი ფანტაზიორნი, მეზღაპრენი და იმრპოვიზატორნი ხართ ... :)))  




Friday, December 30, 2016

2016 მაიმუნურად....



ახალი წელი ხომ ერთგვარი რიტუალია
ადამიანის ქვეცნობიერი დაირაზმება სიახლის  მოლოდინში და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებას სწორედ "ახალი წლიდან" გეგმავს , ათასგვარ ხერხს მიმართავს მომავალი წლის გასაუმჯობესებლად , საქართველოში გასათხოვარი გოგონები მაგიდის ქვეშ ხვდებიან 12:00-სთ-ს ,მომავალ წელს თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში , უნდა ვცადო, პრინცი თუ არა იქნებ ცხენმა მაინc "მომიჭიხვინოს" კარზე :)) 
იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.
უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვთ ეკვადორელებსაც. ისინი ახალი წლის ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ, რიტუალი „ქვრივების ტირილის“ სახელითაა ცნობილი და სიმბოლურად „ცუდი ქმრების“ დატირებას გამოხატავს, უჩვეულო რიტუალს ქვრივის ფორმებში გადაცმული მამაკაცები ასრულებენ.
ვიეტნამში ახალი წელი გაზაფხულის დღესასწაულად ითვლება და ადგილობრივ ენაზე მას „ტეტი“ ჰქვია. ახალი წლის სიმბოლო ატმის აყვავებული ტოტებია, რომელიც ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს.
ინგლისში ტრადიციად შემორჩა საახალწლო მისალოცი ბარათების გაგზავნა,
ნეპალში ახალ წელს მზის ამოსვლისას ხვდებიან, ღამით კი ისინი ეზოებში კოცონს ანთებენ და მასში ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს ყრიან.
12 საათის დადგომამდე კუბელები ყურძნის თორმეტი მარცვალი უნდა შეჭამონ და მათ წელიწადის 12-ვე თვე წარმატებული და ბედნიერი ექნებათ, ჰოლანდიაში თოვლის ბაბუა გემით ჩადის, ჩინეთში ბუდას განბანვის უძველესი ტრადიცია შემორჩა, ირანში ახალი წელი 22 მარტს დგება.  მაგრამ მე მაინც Times Square-ზე დაშვებული ბურთის ნახვას ვისურვებდი მომავალ წელს.. 

ტრადიციად მაქვს წინა წის შეფასება- თქო   ვერ ვიტყვი..
 2015 გამომრჩაალბათ წელიც გამომრჩა და იმიტომ, რომ "ისევ სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე"- არ ითქმის მაგრამ იმდენად მძაფრი ემოციების გადალახვა მომიწია , უკეთესიცაა თუ გამომრჩა.
2016- მაიმუნური წელი მაიმუნური დასაწყისით :))  ახალ სახლშიახალი წლის ღამესახალი კარი ჩამეკეტა :) დავრჩი გამომწყვდეული პირველ იანვარს , თუმცა ჩაკეტილ კარს არ ჩაუკე--ავს ჩემთვის ფრთები ... ფრენა -ფრენით გადავიარე 2016 , მაიმუნური ეშმაკობები არ დაკლებია ჩემი ცხოვრების მორიგ ერთ წელს . არ დამიკარგავს არავინ - არ შემიძენია -არავინ?!
 (უმადური ნუ იქნები გიორგაძე .. დააფასე ის რასაც გაძლევს ყოველი ახალი წელიჩამომძახა უხილავმა ხმამ .. )
და მეც ვაფასებ..ის რომ არავინარაფერი  დამიკარგავს 2016-შიმის კარგ-წლიანობაზე მეტყველებს.
საინტერესო ეპიზოდების გახსენებას ვცდილობ და ...
წლის შენაძენიძმის შვილიდის შვილი მარიკას შვილი...  
წლის სიხარულილეონარდო.
წლის ტკივილიარ მახსენდება.
წლის აღმოჩენა-  არ მახსენდება.
წლის ახირებათურქულის სწავლა მონიდნომე
წლის მოლოდინიმოლოდინად დარჩა.
წლის ახდენილი ოცნებამე ხომ ყველა ოცნება მისრულდება უბრალოდ სხვა დროს და სხვა ფორმით.


წელს არ დამიკარგავს თავიარც ჩემიარც სხვისი..
ისევ გადავცურე ზღვა.. 
ისევ დავიპყარი მთა.. 
ისევ გავიწითლე თმა ... )

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო, არა-მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო.... შეცვალეთ თქვენი ცხოვრება და რაც გინდათ ის უქენით თმას :))











Thursday, October 20, 2016

...

მე არასდროს შევხვედრივარ ადამიანს , რომელსაც "კარიდან გააგდებ და ფანჯრიდან შემოვა"..
ალბათ ჩემ სახლს ფანჯარა არ აქვს... ცოტა ხნის წინ შემადარეს სახლს.. უფრო ციხესიმაგრეს.. მე შემამაშინა ამ შედარებამ...
ჩემ სახლს ფანჯრები არ აქვს... ყრუ კედლებია, რომელიც არ იმტვრევა? თუ არავის უცდია მათი დამტვრევა?!
იქნებ მე ვაგდებ ისე, რომ ღია კარში შემოსვლაც აღარავის უნდა?!
და რატომ ვაგდებ მაშინ თუ ფანჯარასთან ვდგავარ და ველი?! და თუ ფანჯრები არ მაქვს?!
მაშინ რატომ ველი , რომ კედელს შემოანგრევს?! იქნებ სწორედ მაგიტომ ვაგდებ ,რომ დაანგრიოს, გაანადგუროს , ჩამოშალოს და ნაცრად აქციოს ეს ჩემი ხუხულა მე რომ კედელს ვეძახი?!  და რომ ჩამოანგრიოს და მომაყოლოს?! ჩემივე ნანგრევებში დამმარხოს...
და იქნებ მინდა , რომ დამმარხოს?!
არა.. არ მინდა ! ზედმეტად ამაყი ვარ იმისთვის ,რომ ასე მარტივად დავიმარხო...
და იქნებ უბრალოდ ბრძოლის ჟინი მაქვს?!
ღმერთო... რამდენ კითხვას ვუსვამ ჩემ თავს და ვისგან ველი პასუხს?!
და მაინც....  რა დახვდება ფანჯრის მიღმა?! ყრუ კედელი..... 

Sunday, October 25, 2015

მე...

მეე? მე როგორი ვარ?! მე ვარ გულწფრელი... მართლა ვარ, პირში მოგახლი ყველა სიმართლეს,არ დაგინდობ მითუმეტეს თუ შენ ჩემად გთვლი... უხეში ვარ? კი ვარ, იმიტომ რომ არც ერთი წამით არ დავიხევ უკან , ცინიკოსიც ვარ ,საშინელი და ნუ "ამაგდებინებ" თავს თორემ თავს დაგატეხ მთელ ჩემს ცინიზმს და არ დავიღლები არასდროს... ბოღმა?! არა ,ბოღმა არ ვარ, მე შენ გაპატიებ ყველაფერს , აბსოლიტურად ყველფერს მანამ სანამ მენდომება რომ გაპატიო და შენ მოიქეცი ისე ,რომ ეს მე სულ მინდოდეს,მაგრამ ყველა მორიგ შეცდომაზე აუცილებლად გაგიხსენებ წინას და შენ მეტყვი რომ მე პატიების უნარი არ მაქვს.. გენდობი? მე ყველას ვენდობი, ყველას ვინც მიღიმის ,ვინც თბილად დამელაპარაკებ და ვინც გულიანად გამაცინებს... ალბათ იმიტომაც მიცრუვდება ხშირად იმედი... ტყუილი? მე არასდროს არ ვტყუვდები smile emoticon მხოლოდ თავს ვიტყუებ იმიტომ,რომ სიმართლე ან მტკივა ან არ მაწყობს ... აუცილებლად "ვქექავ" და მერე ვიწყებ თავის მოტყუებას... რატომ ვაკეთებ ამას?! იმიტომ რომ ჯერ არ დაბადებულა ადამიანი ვინც თვალებში ნაცარს შემაყრის.... იმიჯი?! იმიჯს მე ვქმნი , მე მოგარგებ შენ ჩემ თავს,მაგრამ არასდროს ეცადო ფეხი დამიდო ,იმიტომ რომ მე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვარ და შენ შეიძლებ რამე დამიშავო,მაგრამ იცოდე! ვიცოდი რომ დამიშავებდი... მაშინ რატომ არ მოგიშორე? იმიტომ რომ ვგიჟდები თამაშზე... გული მტკივა? კი ხშირად, სამაგიეროს გადახდა? კი ,ყოველთვის ყველას... ნელ-ნელა... წვეთ-წვეთად smile emoticon გაგეცლები? არასდროს ! და ყოველთვის დაგაჭერ იქ სადაც შენ მატკინე მანამდე ... ბორიტი ვარ? არა, არ ვარ, თუმცა გაბოროტებაც ვიციხოლმე, გაგნადგურო? შემიძლია ,მაგრამ გამბედაობ არ მყოფნის ... ხათოს თქმის არ იყოს "გული კარგი მაქვს ხასიათი მაქვს ქვეწრმავლის" :)))
მეგობარი? შევაკვდები ნებისმიერს, შევიწმინდავ ყველფერს ,გდავეფარები ტყვიას !!!!
დედა?! მკაცრი, ზოგჯერ დაუნდობელი .
ქალი? ერთგული? არა, მე არ ვარ ერთგული, მაშინვე გაგცვლი უკეთესში და მოდი შენ იყავი საუკეთესო smile emoticon
ეგოისტი? საშინელი ! მაგრამ არ გაბედო და მე არ შემიზღუდო თვისუფლება, თორემ თვალს დასახამხამებლად რომ დახუჭავ მაშინ მოგატყუებ wink emoticon
ვერ ვიტან ცვლილებებს თუმცა სტაბილურობა მღლის ... 
წითელი ჩემი საყვარელი ფერია, თუმცა სეზონის მიხედვით ვიცვლი ფერებს.
იმდენად დამოუკიდებელი ვარ ,რომ საშიში ვხდები ზოგჯერ ჩემი თავისთვის,მომწონს ეს?! არა, უსუსურობა მირჩევნია , მირჩევნია ვიყო ქალი... მაგრამ რა ვქნა როცა ონკანის შეცვლა მეხერხება :))
ეს ვარ მე, და შენ? შენ როგორი ხარ?

Wednesday, December 31, 2014

2014-2015

ესეც ესე.... ეს წელიც დავასრულე ....

სამზარეულოში "დაყუდებული" სანამ კარტოფილს ვფრცქვნიდი ვფიქრობდი შარშან ახალი წლიდან დღემდე....

ბევრი თითქოს არაფერი შეცვლილა, შარშანაც ამ სამზარეულოში ვფრცქვნიდი კარტოფილს და  წელსაც, ოღონდ  შარშან გეგმები არ მქონდა, წელს მაქვს, შარშან ერთი წლით პატარა ვიყავი, ეხლა ერთი წლით დიდი ვარ .

საინტერესო იყო, ვერაფერს ვიტყვი, ბევრი სიხარული და ბევრი ტკივილი.... მართლა ცხენივით გადავირბინე მთელი წელი :))

დავკარგე ბევრი, შევიძინე ბევრი....

2014 საინტერესოდ დაიწყო, სიახლით, თუმცა ყოველი წელი სიახლით მეწყება და სტანდარტულად მიმთავრდება.... არ იყო ეს 2012 -ყველაზე კარგი წელი ყველაზე კარგი დასაწყისით... მაგრამ რაც იყო იყო....

2014 -მა მასწავლა რომ ყველაფერი ოქრო არ  არის რაც ბზინავს, ყველა ღიმილი არ არის როცა თვალებით არ გიღიმის, დამაკარგვინა ადამიანების ნდობა და შემახვედრა ისეთ ადამიანებს ,როგორსაც  არასდროს შევხვედრივარ, მომიწყო გამოცდა და ჯერ კიდევ არ უთქვამს ჩავაბარე თუ არა...

მომცა საშუალება  გამერკვია რომ  15 წლის წინ დაკარგული თურმე დასაკარგი ყოფილა და გული არ უნდა დამწყვეტოდა, შურისძიების საშუალებაც მომცა.... დამსაჯა და დამასჯევინა (გრამატიკულად თქვენ შემისწორეთ)

მთავარი და მნიშვნელოვანი ! ახალი მეგობრები და ახალი.... :))

ზაფხული  ყოველთვის იდეალური მაქვსხოლმე, წელს ისე -რა... ალბათ იმიტომ რომ აღფრთოვანების ობიექტს არ გადავეყარე ზღვაზე და "პენსიონერულად" დავისვენე მთის წვერზე საიდანაც ზღვას  გადმოვყურებდი... წელს პირველად გავაკეთე არჩევანი მშვიდ დასვენებაზე და არა ქაოსურ-კლუბურ-არყულ ზაფხულზე , ჩემდა გასაკვირად ჩემი გოგოებიც ამყვნენ :)) ისინიც ჩემთან ერთად სვავდნენ Long-Islandის მაგივრად ცივ ჩაის :)))

პრინციპში მთელი წელი უარი ვთქვი "საკუთარ თავზე" თმაც კი გავიმუქე წლის ბოლოს :D წელს არ შემოგვივლია სტანდარტულად თბილისის კლუბები, ხმამაღალი მუსიკის მაგივრად სალონურ საღამოებს ვანიჭებდით  უპირატესობას და მერე გამოვთქვამდით შეშფოთებას მაგის გამო... პრინციპში სადღაა თბილისში კლუბური ცხოვრება.... წელს ვამჯობინe შარდენს "მამკოდა" :))) ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული ვარ არჩევანით,მაგრამ აღფრთოვანებული ვარ ადამიანებით ვის გარემოცვაშიც მიწევდა "პეროს ვალინკზე გაცვლა" :)))

წელს მომიკვდა როი :( ალბათ ყველაზე დიდი ტკივილი იყო მთელი  წლის მანძილზე ....

წელს გამიჩნდა შთაბეჭდილება , მიუხედავად იმისა რომ არ გამოვიყურები საშიშად რატომღაც არიან ადამიანები ვისაც ჩემი ეშინიათ :)))) წელს ვიყავი შტირლიციც და ზორგეც :)))) ბოლოს მომბეზრდა....

წელს პირველად ვთქვი უარი ჩემს ერთადერთ ყველაზე მყარ პრინციპზე... იცის ჩემდაუნებურად....   როცა გავერკვიე  უკვე უძლური ვიყავი დამეცვა "პრინციპები"...

წელს ახალია არაფერი შემიძენია ,არც ახალი ამოჩემებული ნივთი და მუსიკა მქონია... ადამიანების "გადარჩევა-გარჩევით" ვიყავი დაკავებული.... კარგი გაკვეთილი იყო თუმცა სულაც არ ვისურვებდი ამ "ტრენინგის" გავლას, გადასარევად ვგრძნობდი თავს  ისე როგორც ვიყავი.... არაფერი არ მასწავლა უნდობლობის და სიძულვილის მეტი,მე კი პირიქით, მიყვარ-და ადამიანები და ვენდობ-ოდი მათ...

წლის ბოლოს გავდივარ რეაბილიტაციას :)) ვიბრუნებ საკუთარ თავს, ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, ისევ კომფორტულა ვიგრძენი თავი ხმამაღალი მუსიკის ფონზე ღამის თბილისში, ისევ ვიღიავებ თმას და ისევ მიყვარს და ვენდობი ადამიანებს... ისევ ვიღიმი  და ისევ აღარ მეშინია რომ ამ ჩემ ღიმილს "კუდს მოაბავენ".... ისევ ხმამაღლა ვამბობ იმას  რასაც ვფიქრობ და ისევ არ მაინტერესებს ვის რა რეაქცია ექნება , ისევ ვიცმევ ტყავის შარვალს და ისევ "შევდექი ქუსლებზე" ,ისევ ვაპირებ ძაღლის მოყვანას და სულაც არ ვაპირებ  მანქანის გაყიდვას....

ისევ დამესიზმრა ფერადი სიზმარი და ისევ ძალიან-ძალიან ხმამაღლა "ვიხარხარეთ" მე და ჩემმა დაქალებმა .... რაღაცაზე, რაზე არ ვიტყვი, მრცხვენია :)))))))))

წავედი ეხლა... იმდენი კარტოფილი შემომეფრცქვნა ფიქრში ,რომ ვეჭვობ 2016შიც მეყოფა...

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო, არა-მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო.... შეცვალეთ თქვენი ცხოვრება და ისევ უსმინეთ ხმამაღლა მუსიკას.... ;)



Saturday, April 13, 2013

HUGS & SEX ...

ჩემ ბლოგზე არაერთი თემა განხილულა, სიყვარულის,მეგობრობის, ურთიერთობის, ხინკლისაც კი... მაგრამ არასდროს არ მილაპარაკია სექსზე....
არც ამჯერად ვაპირებ  დეტალურად შევეხო, სიღრმისეულად განვიხილო ან კამასუტრას პოზების კატალოგი შემოგთავაზოთ... უბრალოდ მაინტერესებს სად გადის ზღვარი   სექსსა და ჩახუტებას  შორის?!...

სანამ  პატარა ,მეოცნებე გოგო ვიყავი ვფიქრობდი ,რომ ჩახუტება ურთიერთობის პიკი იყო დაყველაზე მეტად გადასცემდა ემოციას... მერე "გავარკვიე" ,რომ თურმე კოცნა ბევრად უფრო ინტიმური ყოფილა და ბევრად უფრო ემოციური....
სად გადის  ზღვარი?! სად მთავრდება ჩახუტება და იწყება სექსი?! (ფიზიკურ მდგომარეობას არ ვგულისხმობ)
ნებისმიერი მამაკაცის "ერთი შეხედვით" ფიქრები სექსუალურ ხასიათს მოიცავს, ნებისმიერი მათგანი "ჩალიჩობს" ჯერ სექსზე და დაახლოების ძირითადი მიზანიც ეგ არის, შემდეგ გარემოებებიდან გამომდინარე წყვეტს როგორ განავითაროს ურთიერთობა "სამიზნე" მეგობარი გახდება, სექსუალური პარტნიორი თუ "სტენკას დადგავს " მის სახლში :)
"მე გხედავ ჩემი შვილების დედად..." ეპოქა დიდიხანია წარსულს ჩაბარდა , " ურთიერთობები ინსტინქტების დონეზე დავიდა და "მანდილიც გახუნდა"... თუმცა სულ სხვა თემაზე მინდოდა ლაპარაკი :)))
ე.ი. "ჩახუტება და სექსი"  : ადამიანს  როდესაც მისი მეგობარი მამაკაცი/დედაკაცი, ქმარი/ცოლი ეუბნება რომ : "არ მინდა შენთას სექსი, მინდა უბრალოდ ჩაგეხუტო" უნდა ესიამოვოს  ეგ ფაქტი თუ საწყენია?! ნიშნავს ეგ იმას რომ მისდამი ინტერესი (სურვილი) დაკარგა და მარტივი გამოსავალი იპოვა ჩახუტების სახით?! თუ პირიქით?! მათი ურთიერთობა გაცდა ინსტინქტებს და ბევრად უფრო ამაღლებულ ზღვარს მიაღწია?! როგორ უნდა მიხვდეს პარტნიორი "მიზეზს"....
სხვა თემაა ,როდესაც ურთიერთობა ფეხს იდგავს , ცოტა არ იყოს უხეშად ჟღერს "შენთან სექსი მინდა"  ნებისმიერ შემთხვევაში მსგავს სიტუაციაში "სტენკა " ისევ საკუთარ აპარტამენტებში უნდა შეინახო დროებით მაინც :D  ამიტომ ძირითადა ყველა (ქალი/კაცი) ერიდება მაგ წინადადების პირდაპირ თქმას და ამჯობინებს უწყინარი "ჩახუტება" მოიშველიონ :) ბევრად უფრო ლამაზად და რომანტიულად ჟღერს "მინდა ჩაგეხუტო"....  ეგ ორი სიტყვა მომენტალურად "აშიშვლებს" ქალს ემოციურად ;) აქტუალური თემაა "შენთან ერთად დაძინება მინდა, მარტო ძილი,მეტი არაფერი" თუმცა მეეჭვება 100დან 70% მაინც მარტო ძილით შემოიფარგლოს... მაგრამ! ეგ ყველაფერი დასაწყისში...
როგორ ხდება მაშინ როცა უკვე ურთიერთობა განვითარებულია?! თითქოს ბევრი წამიკითხავს და  თურმე არც იმდენი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მქონდეს....  ყველაზე მეტად საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე მიჭირს პასუხის გაცემა...
აზრთა სხვადასხვაობამ , ადამიანების სიჭრელემ, ურთიერთობების სიმუქემ საღ აზრს ამაცილა... საინტერესო იქნებოდა მამაკაცების აზრი ამ თემაზე, მაგრამ მამაკაცები ხომ არასდროს არ გვასწავლიან "ხეზე ცოცვას" :) ამიტომ ყველაზე მარტივია კიბე მოვიძიოთ ხეზე ასასვლელად ან უბრალოდ ხე მოვჭრათ ;) ჩვენ თვითონ გავაკეთოთ დასკვნები და გავავლოთ ზღვარი ....
არ მაქვს პასუხი.... არ ვიცი.... მაპატიეთ ჩემო მეგობრებო :)


Saturday, April 6, 2013

ურთიერთობა და აზარტი...

ყველანაირი ურთიერთობა თავისთავად მოიცავს რაღაც იდეას და მე ვეთანხმები მოსაზრებას რომ შემთხვევით  არაფერი არ ხდება...  ყველა ადამიანს, ყველა ნივთს თავისი პირადი დანიშნულება აქვს ჩვენ ცხოვრებაში... ყველა ურთიერთობა იწყება რაღაც ახალის შეცნობის სურვილით... თითოეული ჩვენი ნაბიჯი გათვლილია ქვეცნობიერად და შემდეგ ნაბიჯს სიახლის "შეცნობის" სურვილი განაპირობებს.....  რატომ ვიწყებთ ურთიერთობას სრულიად უცხო ადამიანთან?! იმიტომ რომ გვინდა გავაფართოვოთ სანაცნობი წრე თუ იმიტომ რომ რაღაც გვაინტერესებს?! რაღაც... შემდეგი ნაბიჯი,შემდეგი ეტაპი...  არასდროს არ ვნანობ არცერთ ჩემ "ნაცნობს" ... არასდროს არ  განვიცდი აბსოლიტურად გამოუსადეგარი ნივთის შეძენას, იმიტომ რომ სრულიად უსარგებლო ნივთსაც კი შეგიძლია რაღაც  დანიშნულება მოუძებნო.... ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რაში მჭირდებოდა ელექტრო ღუმელი, მე ხომ არასდროს არაფერს ვაცხობ :) მაგრამ ერთ დღეს როცა მაკომ "მადამ ბოვარის" გაკეთება მასწავლა მივხვდი,რომ დრო იყო გამომეყენებინა... ვერასდროს ვერ ვხვდებოდი  რატომ გადამიყვანეს სხვა  კლასში,როცა ესე ძალიან მიყვარდა ჩემი ძველი კლასელები ,სანამ იმ ახალ  კლასში დღეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არ გავიცანი...  ვერასდროს ვერ  მივხვდებოდი რატომ არ ეწყბოდა ჩემი პირადი ურთიერთობა არავისთან სანამ არ მივხვდი რომ "ის ერთადერთი" ჯერ არ შემხვედრია.... ჩემი მეგბარი, გამოუშვეს სამსახურიდან სრულიად უმიზეზდ, ერთად განვიცდიდით და ერთად ვეძებდით გამოსავალს,თუმცა ვხედავდი რომ ჩემი ნუგეში საკმაოდ უადგილო იყო.... მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში სხვაგან დაიწყო მუშაობა.... რომ არ მომხდარიყო ისე როგორც მოხდა არ იქნებოდა ის უკეთესი..... კარგსაც და ცუდსაც, ბოროტსაც და კეთილსაც თავისი "მისია" აქვს ჩვენ ცხოვრებაში... რაღაცას ვსწავლობთ... რაღცას ვასწავლით... ვიზრდებით და ვვითარდებით...
ჩემი პიროვნული სიძლიერე,რითიც ესე ვამაყობ დღეს ... მე ერთი ჩვეულებრივი სუსტი ,სხვაზე დამოკიდებული გოგო ვიყავი,რომელიც ფეხსაცმელსაც კი ვერ ყიდულობდა სხვისი რჩევის და ჩარევის გარეშე... სუსტი და დაუცველი,რომელსაც არ გამაჩნდა საკუთარი აზრი და ჩემ აზრს არ ქონდა არსებობის უფლება,იმიტომ რომ მაინც არავინ მოისმენდა... დღეს მე ხმამაღლა ვაფიქსირებ ყველაფერს რასაც ვფიქრობ, დღეს მე მისმენენ და რჩევას მეკითხებიან... რომ არ მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში რამდენიმე გარდატეხა , ის რაზეც ხმით ვტიროდი და ღმერთს ვთხოვდი აეცილებინა ჩემთვის ის  განსაცდელი,დღეს მე ისევ  ხმის უფლება ჩამორთმეული,შეუმდგარი პიროვნება ვიქნებოდი, საკუთარი კომპლექსებში გახვეული....  არ ვარ ოპტიმისტი და არც თოვლის ბაბუის არსებობა აღარ მჯერა, არ ვცდილობ ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს და გითხრათ ,რომ ყველაფერი კარგადაა... პეპლები და ჩიტები... მაგრამ აბა დაფიქრდით... ყველა ჩვენგანს გამოუცდია უიმედო სიყვარული,დანგრეული ოცნებები,ყველას გვყვარებია 2ჯერ მაინც :) და რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება რომ არ დაგვეკარგა ის პირველი?! მეპირადად ვიცხოვრებდი სადღაც ღრმა სოფელში, მეყოლებოდა ალბათ 2-3 ძროხა....  ბევრი შვილი,რომლებიც ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელით გაიზრდებოდნენ... ხო , ხო...  არ ვხუმრობ, მე ხომ პირველად ერთი ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი შემიყვარდა და არ მყავდა მტერი გარდა მამაჩემისა, რომელმაც სასწრაფო წესით დამაბრუნა თბილისში... მძულდა სამყარო და მზად ვიყავი ჩემი ხელით გამეგლიჯა ყველა ვინც მეწინააღმდეგებოდა :) ეს მაშინ... :)  რა იქნებოდნენ რომეო და ჯულიეტა რომ არ დახოცილიყვნენ? მსუქანი დიასახლისი ჯულიეტა და ლოთი რომეო?!
სადაა დასასრული ვერავინ ვერ იტყვის ვერასდროს... სად მთავრდება აზარტი და იწყება           დინება... და ჩვენ... თუნდაც შენ ... გინდა მიყვე დინებას? იცხოვრო მკვდარი თევზივით?!  მაშინ შენ არ ხარ შემდგარი როგორც ადამიანი და დროა მოაგვარო ეგ პრობლემა :)
ყველაზე კარგი იცით როდისაა ნივთი?!  როცა მას არ მოყვება ინსტრუქცია და არ აქვს დანიშნულება! და ურთიერთობა?! მაშინ როცა ყველა დღე რაღაც ახალს გპირდება.... არ იცი რა პასუხს გაგცემს sms-ზე ;) ყოველი მისი ნახვა ახალი აღმოჩენა და სიახლეა.... როცა აზარტი იმ დონეს აღწევს,რომ საკუთარი ადრენალინის ზღვაში იხრჩობი....  მასთან არასდროს არ უნდა დაიღალო....  ვერასდროს ვერ ხვდებოდე რას ფიქრობს, თუმცა კარგად იცნობდე.... იცოდა რა სტკივა და რა უხარია... მარტო იმიტომ, რომ არატკინო და გაახარო... თუმცა არასდროს არ უნდა იცოდეს რითი გაახარებ.... ურთიერთობა ჩვეულებრივი პოკერია.. ხელში გიჭირავს ტუზი და ექვსიანი ,ერთი ფერის და ელოდები დანარჩენ ხუთ კარტს, კომბინაცია თავად უნდა ააწყო, თუნდაც იბლეფო,  თუნდაც დაჩექო.... ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩახვიდე all-inს  და არასდროს არ გახსნა კარტი ;) უნდა დარჩე გამოცანად, ბევრ მოქმედებიან ამოცანად... არასდროს არ უნდა თქვა "fold" და თუ მოგიწევს მაგის თქმა ვერავინ ვერასდროს ვერ უნდა გაიგოს რა კარტი დაყარე.....
სათქმელად ადვილია ხო?! არა ,მე არა,მე ვერ ვიყენებ ჩემ თეორიებს პრაქტიკაში... უფრო სწორად ვერ ვიყენებ-დი ,სანამ ჩემ თავში  ახალი აზარტი არ აღმოვაჩინე.... მე სევიყვარე ჩემი თავი... შევიყვარე იმიტომ, რომ სხვასაც ვუყვარდე... მე ჩავდივარ ALL IN-ს და ვეთამაშები მარტო იმას ვინც კარტს არ დაყრის...







მე შენ კი არ მომწოხარ...  მე ჩემი თავი მომწონს როცა შენთან ვარ.... :)

Sunday, December 9, 2012

"ცარიელ ადგილას ყველაფრის დადება შეიძლება" :)

ძალიან დიდხანს ვიცხოვრე ისე,რომ არავინ დამიკარგავს, არც მეგობარი,არც ნათესავი,ნაცნობიც კი...... და ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი დავკარგე,ისინი არ მომკვდარან,უბრალოდ დავკარგე და მივხვდი:  ჩემი    ცხოვრებიდან ადამიანიები მიდიან...
დიდხანს ვფიქრობდი მიზეზებზე, დიდხანს განვიცდიდი მათ წასვლას და დიდხანს მივტიროდი.... და მერე მივხვდი, მე ვიწმინდები....  არასაჭირო ადამიანებისაგან,ენერგიისგან....
ისინი ვინც ჩემ ცხოვრებას ფეხდაფეხ მოყვებოდნენ,ინაწილებდნენ ჩემ ყურადღებას,სითბოს ....  და  წავიდნენ...   ისინი უბრალოდ დროს  მაკარგვინებდნენ, იღებდნენ იმას რაც არ ეკუთვნოდათ, აკლებდნენ იმათ ვინც იმსახურებდა ....
არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მეგობარი,ძმა ,ქმარი, შეყვარებული თუ უბრალოდ ნაცნობი.... ის ტვინის რაღაც ნაწილს იკავებს, იმ ადგილს რასაც რომ არა ისინი სხვას დავუთმობდი , ვამპირებივით წოვენ ჩვენგან ყველაფერს კარგს და ამ დროს,ჩვენ მათზე ''ჩაბღაუჭებულები" საერთოდ ვერ ვამჩნევთ როგორ ჩაგვიარა გვერდი ვიღაცამ, ვინც ამისი ღირსი იყო.... გაიარა და წავიდა,ისე რომ ვერც შევამჩნიეთ....
ჩვენი ყურადღების  ობიექტები კი ისე გვტკენენ გულს .... ისე გვაცლიან ყველაფერს დადებითს და ისე ითხოვენ მეტს და მეტს.... ვალდებულადაც გვთვლიან რომ ეს მათ დაიმსახურეს და საკმარისია ფეხი გადაგვიბრუნდეს ისე ურცხვად დაგვანახებენ ზურგს....
ჩემს გარშემოც შეინიშნება "ადამიანების კარგვა" .... ბოლო თვეებია მესმის "წავიდა, არ მირეკავს,არ მკითხულობს,ეს უკვე ბოლო იყო..." და ა.შ. მესმის ტკივილი მათი წასვლის გამო და არცერთ ჩვენგანს აზრად არ მოსვლია ,რომ იქნებ დროა განვიწმინდოთ! ის ხორცმეტები რომლებიც ჩვენ ტვინში და გულში დაუმსახურებელ ადგილს იკავებენ ,მოვიკვეთოთ და ადგილი გავუნთავისუფლოთ ახალს... ღირსეულს....
ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს უსარგებლო ნივთებით გამოტენილი კარადა, უამრავი ძველი      ნივთი რომელიც არაფერში არ გვჭირდება,მაგრამ მაინც ვინახავთ იმ იდეით რომ "იქნებ ოდესმე დაგვჭირდეს, ის  ტანსაცემელი რომელიც  არასდროს გვცმია და არც არასდროს ჩავიცმევთ საგულდაგულოდ გაქვს დაკეცილი და შენახული და ის "საყვარელი შარვალი" რომელიც ერთგულად გვემსახურება და თავს გვაწონებინებს ამა თუ იმ სიტუაციებში, სკამზე უდიერად მიგდებული...  ნაგვით სავსე "უჯრას" ისევ ცარიელი და სუფთა  ჯობს!!!
ჩემთვის ერთმა  ძალიან  მნიშვნელოვანმა ადამიანმა თქვა ერთხელ ,ისე.. წამობოდა წლების წინ უმნიშვნელო დიალოგში "ცარიელ ადგილას ყველაფრის დადება შეიძლება" :) ,ეს თითქოს უმნიშვნელო ფრაზა ბევრჯერ გამახსენდა მას მერეც ....
მემგონი დროა "დავცალოთ" ადგილები და დაველოდოთ   ....


Friday, March 23, 2012

ყველაფერი ვაშლის ბრალია...

ვინმეს გიფიქრიათ რა იქნებოდა ადამს და ევას ის წყეული ვაშლი რომ არ ეჭამათ?!
 სრული ქაოსი და ანარქია დედამიწაზე... თუ სადაც იყო  :)..

ვიტანტალებდით დედიშობილა ქალიან-კაციანად
და რა იქნებოდა?! მდედრიც და მამრიც ყოველგვარი სირცხვილის და მორიდების გარეშე შემოვუვლიდით სამოთხის ბაღს....  რამდენი პრობლემა მოგვეხსნებოდა?! დილით არ ვიდგებოდით გარდერობისმაგვარ  ხესთან მთელი ორმოცი წუთი შესაფერისი ფოთლის ასარჩევად ,რომელიც პირელ რიგში ჩვენს თვალებს მოხიბლავდა სარკისებურ მდინარეში და მერე ჩვენს ადამს, არც შესაფერისი სამკაულის ძებნით დავკარგავდით კიდევ ოც წუთს, მთელი ჩვენი დილის პროცედურა შემოიფარგლებოდა გეიზერში გაჭყუმპალავებით და მზეზე გაშრობით , კანიც მშვენიერ ნამზეურს მიიღებდა , არც მანქანის და ტრანსპორტის პრობლემა არ იქნებოდა, შევკაზმავდით ჩვენ ცხენებს,კამეჩებს ან სულაც ცხვრებს და წავიდოდით სამსახურისმაგვარ ბაღში, ბოსტანში... გვეყოლებოდა დედიშობილა დირექტორი თავისი  დედიშობილა მდივანით და არავინ არ ჩაიჩურჩულებდა ზურგსუკან მის კოხტა ფეხებზე მორგებულ უმოკლეს კაბაზე ....
 ჩვენი ძვირფასი დიზაინერები იზრუნებდნენ ახალი ჯიშის ხორბლის გამოყვანაზე და არა ფერების შეხამებაზე სეზონების მიხედვით, არც ხვლიკებს დახოცავდა არავინ და სათვალეზე არ წაუსმევდა გავრცელებული მითის თანახმად "შიშველს" დაინახავო :) ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა,მაგრამ არ იქნებოდა აკრძალული ხილი.....  მმმმ.... თან რა გემრიელია და როგორი არომატი აქვს.... ვნებანარევი ,ამღვრეული,ცხელი..... როგორ სასიამოვნოდ გწვავს ხელს და გჭრის თვალს.... ყელში რომ გრძნობ მოზღვავებულ ადრენალინს და თვალებიდან ასხივებ.... შორიახლოს უტრიალებ და ერთი სული გაქვს როდის დააგემოვნებ თუმცა იცი რომ ,სამუდამოდ გამოიჯახუნებ სამოთხის არარსებულ კარს..... ;)  ოხხ ევა,ევა... ერთმა  გველმა  როგორ შეგაცდინა  , რას გვერჩოდი დანარჩენ "ევებს" ?! :)))) შენ შენი წილი სამოთხე ნახე მაინც და ჩვენ?! რატომ დაგვიტოვე მთელ კაცობრიობა- ქალობრიობას  აკრძალული ხილის ადრენალინნარევი გემო.... რატომ გაგვიმეტე მთელი საქალეთი ამ გემოს მუდმივი ძიებისთვის?!

 დამესიზმრე რა ... პირადად მინდა გკითხო..  თვალი გაგისწორო და გკითხო "გემრიელი იყო ის ვაშლი?"......


Friday, March 2, 2012

დილით გავიღვიძე, თავი მტკიოდა...  მიზეზს ვერ მივხვდი.... ალბათ წუხელ ცუდად მეძინა...  დავაპირე ძილი გამეგრძელებინა ოღონდ არ ვიცოდი რატომ და მივხვდი ... სიზმარში დაბრუნება მინდოდა....  თვალის გახელა არ მინდოდა.... რეალობა მტკიოდა....
განძრევა არ მინდოდა თითქოს სიზმარს დავაფრთხობდი, თვალს არ ვახელდი და ვთხოვდი .... ხმამაღლა ვთხოვდი გაგრძელებულიყო.... ვყვიროდი ოღონდ ხმა არ ამომდიოდა.... სადღაც იკარგებოდა... არ ესმოდა....
კადრების აღდგენას შევეცადე.... გამახსენდა სივრცე, ცაზე უფრო ლურჯი , ხმაც მომესმა, ჩემთვის უცნობი.... მაგრამ კარგად ნაცნობი, სახეც დავინახე ,ისიც უცნობი ,მაგრამ მაინც ნაცნობი....  საიდანგაც დაუბერა... შემაჟრჟოლა... თბილი ჰაერი იყო.... სუნთქვა ვიგრძენი ჩემ თმასთან.. ცხელი სუნთქვა  ,შეხება  ვიგრძენი,კანის ზედაპირით... მიუკარებელი შეხება....  თითქოს ჩურჩულიც მომესმა... ვერ გავარჩიე სიტყვები.. აზრი ვერ გამოვიტანე,მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა აზრს?! დღე იყო მაგრამ ცაზე ვარსკვლავები იყო.... უამრავი  ვარსკვლავი... მეტი არაფერი...
უამრავი პატარა მანათობელი წერტილი :) თითქოს შემეძლო ხელი გამეწვდინა და მომეწყვიტა ...  ისე ახლოს იყო და ისე შორს...... რაღაც მუსიკაც ისმოდა.... ჩემთვის უცბობი,მაგრამ ისიც  ნაცნობი.... ფრენა მომინდა და ... შევძელი.... :) ვარსკვლავებთან მივედი და დედამიწას გადმოვხედე.... ღმერთო რა  ლამაზი იყო.... სულ პატარა... ხელის გულზე დამეტეოდა..... საოცრად დავმსუბუქდი,ნიავს გავყევი.... წამიღო სადღაც შორს.... შემეშინდა.... თავს ვეღარ ვიმორჩილებდი... მეშინოდა ,მაგრამ გაჩერება არ მინდოდა.... თავით ვეშვებოდი უკიდეგანო და უმისამართო სივრცეში... უფრო და უფრო მეშინოდა.... ხელს,ფეხს,გონებას ვეღარ  ვიმორჩილებდი... ეს რაღაც ჩემზე ძლიერი იყო... ყველაფერზე ძლიერი..... "გამაჩერეთ!!! ვინმემ გამაჩერეთ!!!! " .... მაგრამ არავინ იყო.... ვხედავდი დედამიწაზე ხალხი როგორ ცხოვრობდა.... თითქოს წლები წამში გადიოდა...... "არა,არა უჩემოდ არ იცხოვროთ... აქ ვარ ... რატომ ვერ  მხედავთ?!!!!!!".....  მაგრამ გაჩერება არ მინდოდა.... სივრცე-დამოკიდებული ვიყავი, რაც მეტი იყო შიში მით მეტი იყო აღტაცება,აღფრთოვანება.... არაფრის მოლოდინით სავსე იმედი და სივრცე.... საით მივყავდი არ ვიცოდი,მაგრამ მივყვებოდი... შორს-შორს დედამიწისგან... თქვენგან.... შენგან.... 

Friday, December 9, 2011

სადამრიგებლო პოსტი :D ისინი ყოველთვის ბრუნდებიან ;)

ვგიჟდები ამ პოზიციაზე, მაქსიმალურად მოხერხებულად მოკალათებული, ჭიქა ყავით და ამოჩემებული მელოდია ოთახში...
 რა არის ეს "რაღაც" ?! გაუაზრებელი სიამოვნება, სიამაყის შეგრძნება "აი ხომ ვამბობდი ;)"
 და რას ვამბობდი?! ისინი ბრუნდებიან , აუცილებლად ! დამიჯერეთ :))) 
პატარა უგუნური რჩევა მინდა მივცე " მოტირალ " გოგონებს :)  თუ წავიდა გაუშვი, ნუ გამოეკიდები, ის აუცილებლად დაბრუნდება , თუ "ტკბილი მოგონებების" სადღეგრძელოს დროს :)) ერთხელ მაინც გაიხსენებს თქვენთან გატარებულ პერიოდს ის აუცილებლად დაბრუნდება, თუნდაც წლები იყოს გასული ;) მეორე თემაა რამდენად დააგვიანა :) , მაგრამ პიროვნული ეგოს დაკმაყოფილების შესაძლებლობა აუცილებლად მოგეცემათ , მენდეთ :)))) 
ვერ გეტყვით ასე რატომ ხდება, ეგ რომ ვიცოდე მამაკაცი უნდა ვიყო... უბრალოდ მათი ბუნებაა მტაცებელი, აგრძნობინეთ რომ დაგკარგა და  ფიქრი დასრულებული არ გექნებათ როცა მისი ნომერი გაანათებს თქვენი მობილურის ეკრნს :) არა იმიტომ რომ "უგონოდ შეყვარებულია" ან მოენატრეთ, არა უბრალოდ ეგოიზმია და აი მერე უნდა ჩართოთ  თქვენი ქალური მზაკვრობა და დაიწყოთ თამაში (თუ გიღირთ, რა თქმა უნდა) ნელ -ნელა გაიხსენოთ პატარა დეტალები "ძველი დროიდან" ოღონდ არავითარ შემთხვევაში ცუდი !!! ერთად იცინოთ მაშინდელ შეცდომებზე და რაც მთავარია "აღიაროთ" !!! რომ "ცდებოდით" ;) ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავდეს ბოდიშის მოხდას !!! განა იმიტომ რომ ბოდიში " გრეხია" ?! არა, უბრალოდ ბოდიში ცოტა სხვა რიტუალია.... ბოლოს აუცილებლად უნდა დააყოლოთ " კაი დრო იყო ისე ;) " და შედეგი სახეზეა !! თქვენი გაქცეული პრინცი უმალ "სახლში იგრძნობს " თავს :)))
ისევ ის სუნამო უნდა ამოქექოთ ძველი სკივრიდან რომელიც მის თავს გახსენებდათ და საგულდაგულოდ გადამალეთ , იმიტომ რომ მასაც აუცილებლად გაახსენებს სუნი "სახლის სუნს" , ის აუხილებლად დაგპატიჟებთ ჭიქა ყავაზე, ისე უბრალოდ მეგობრულად ;) და თქვენ დელიკატური თავის დაფასებით... "არ ვიცი ღიირს?!..." თითქოს თქვენ თავს უსვამთ შეკითხვას და ამ დროოს მე ხო ვიცი რომ ზუსტად იცით რას ჩაიცმევთ იმ საღამოს :)))))) ხაზგასმით არასდროს იუაროთ "ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივა" ! (არავინ არ იცის მომავალში რა ხდება ! ) აუცილებლად გაიხსენეთ მისი ყველა მეგობრის სახელი , ოღონდ კითხვის ნიშნით (ესე ქვია ხოო?! , თუმცა ზუსტად იცით რაც ქვია :))))) ) დაიდებილეთ თავი უხერხულ კითხზვებზე და ესაუბრეთ "გულახდილად" (არ შემშლია, განგებ დავწერე ბრჭყალები" ) შეიფერეთ კომპლიმენტი და არავითარ შემთხვევაში არ წამოაძახოთ "მოფორთხდი ხოოო" (ეს თქვენთვის იცოდეთ გულში , ეგეც საკმარისია ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად ;) )  ეს მათში აგრესიას გამოიწვევს , იმავე საღამოს არაფერს გაგრძნობინებთ, დაგირეკავთ კიდეც მაგრამ პირობას გაძლევთ რომ ეს თქვენი ბოლო პაემანი იქნება :)))))) არავითარი თვალშისაცემი მაკიაჟი და სამოსი, არ უნდ ამიხვდეს რომ მისთვის გაიპრანჭეთ!! სადად, ლამაზად, და რა თქმა უნდა დიიიდი მონდომებით მოკაზმულები გამოეცხადეთ, ეფექტი არ უნდა იყოს " რა უჩალიჩია გოგოს " :)))))  არაა საჭირო ახსენოთ რამდენჯერმე რომ ეს "მეგობრული" КОФЕПИТИЕ-ა , ეს ორივემ ახსენეთ შეხვედრამდე და ნუღარ დააფრთხობთ , თორემ ჩათვლის რომ მართლა მეგობარი ხართ და გიამბობთ ამბებს თავის ახლანდელ-ყოფილებზე რაც ძალიან არ გესიამოვნებათ და ის იფიქრებს " რატომ დაიბოღმე პატარავ, შენ არ გინდოდა მეგობრობა ;) " :)))))  
და მერე.... მერე უკვე მე ვეღრაფერს გირჩევთ გრძნობებს მიენდეთ ოღონდ!!!!!!  ოღონდ არავითარ შემთხვევაში პირველივე "მეგობრულ პაემანზე" :)

წარმატებებიიიიიი :*:*:*

Tuesday, October 25, 2011

გაწიეთ ხელები !!!!

არანაირი გეგმა არ მაქვს და სრულიად სპონტანურად ვცდილობ რეალური , გახუნებული სურათი დავინახო რომელიც იმ კაშკაშა ფერებიდან შემორჩა, თითქოს აკვარელით დახატულ სიჭრელეს წყალი შეასხეს, ჯერ ფერები გაიდღაბნა , მერე ჩამოირეცხა და ლაქებად დარჩა ....
ათასგზის ჩმორეცხილი და ათასგზის მიჟღაპნილი  ცარიელი, გახუნებული ტილო დარჩა რომელზეც ყველა ნახატმა თავისი კვალი დატოვა....
ასჯერ და ათასჯერ გადატკეპნილ გადაღეჭილი რეალობა რომელიც მე უკვე ძალიან შემძულდა.... მეზიზღბიან ეს ჩამორეცხილ ტილოიანი სულები და მოსიარულე გვამები...  კაცობრიობა შემძულდა იმიტომ რომ ყველას დაგიჭერიათ ბინძური "ჩვარი" და ცდილობთ ყველგან სადაც ლამაზ ნახატს ნახავთ აიგოთ და წაშალოთ, სული დაგიბინძურდათ და სხეულები დაგიმძიმდათ ხალხოოო!!!!! გაგიფერმკრთალდათ რეალობა და გაგიხუნდათ ყოველდღიურობა.... გაბოროტებულ .. გაზულუქებულ ნახატიჭამიებათ იქეცით და იმასაც კი ვერ ხვდებით რომ თქვენ აკვარელსაც ვიღაც რეცხავს !!! მიმიფურთხებია თქვენი "მჭერმეტყველებისათვის" როცა სულები ცარიელი გაქვთ....
წამართვით ყველა-ფერი რაც კი ჩემ ტილოზე იყო... თქვენი ბინძური , სხვისგან ჩამორეცხილი სულებით აგონიაში ჩავარდნილხართ და ვისაც კი რამე ფერადი დაგვრჩენია ცდილობთ წაგვართვათ.... შურმა და ბოღმამ დაისადგურა ჩვენში !!!!  ერთი სარეველა გამოერევა და მთელ ბალახს სპობს.... სიმწვანე მოგესპოთ სულებში და კუპრი დაგსევიათ .....
მეზიზღებით გაბოროტებულო ადამიანებო.... უბრალოდ მეზიზღებით !!!!


Monday, April 25, 2011

first love...

იცით რა გამახსენდა?! უფრო სწორად გარემოებებმა გამახსენა... ბავშვობა :)))) არა ის ბავშვობა არა, ყველას რომ გვახსენდება, მე სხვა.. ცოტა მოზრდილ ბავშვობას ვგულისხმობ :)
აი იმას პირველად რომ გული გიჩქარდება და ხელები გიოფლიანდება ....
2 დღის უკან შემთხვევით გადავეყარე მაგ "ბავშვიბას" და ხელები აღარ გამიოფლიანდა არც გული ამიჩქარდა... უბრალოდ გამახსენდა როგორი ვიყავი 12-13 წლის წინ ,რა მწყინდა და რა მიხაროდა, აღმოვაჩინე რომ გემოვნებაც შემცვლია, თან მნიშვნელოვნად :))) უბრალოდ გამახსენდა ძვეეეელი სადღაც მიკარგული დრო... ღამის თენებები, წყაროზე "ბირჟაობები" საოცარი მუსიკები (საშინელი :D) და მომენატრა... ის დრო, ბავშვობა... რა სულელები ვართ არა?! როგორ გვჯერა რომ 15-16 წლის ასაკში ზრდასრული , დიდი ადამიანები ვართ და არავისი !!! არ გვესმის , არც მამის არც დედის, გვგონია რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და მათ არაფერი , ჩვენ უკეთ ვიცით ჩვენ რა გვინდა , არადა მაშინ ის რომ მექნა რაც მინდოდა დღეს "დაღუპული" ვიქნებოდი :)))))) 
ყველას გახსოვთ თამაში " წითელი , ყვითელი, შავი" :))))) სულ რომ იხუჭები და სულ რომ წითელს ამბობ იმ იმედით იქნებ " მისი" კოცნა მოგიწიოს :)))) და რა ბედნიერი ხარ როცა გარშემო , ყველამ იცის რომ "წითელი " შენ უნდა იყო :))))) ამ დროს ბიძა, მამიდა ან ბებია რომ გამოვა საძებნელად "ჩაბარებული ბავშვი" უყურადღებოდ რომ არ დარჩეს და როოოგორ არ გინდა სახლში წასვლააა :))))) ფიქრობ როგორ შეიძლება დაიძვრინო თავი და დღეში ასჯერ გადიხარ "პურზე" თუმცა სახლში უკვე იმდენი პურია მეზობლებსაც ეყოფათ :))))) 
ხოდა... გარემოებებმა გამახსენათქო იმას ვამბობდი.. და მიუხედავად იმისა რომ მოგონებების აღძვრის ობიექტს იგივე დანიშნულება აქვს ეხლა ჩემთვის რაც ჩემ მეზობელ ომარის :))))) მაინც გულის სიღრმეში ტკივილი ვიგრძენი, გავლილი ბავშვობის ტკივილი... მონატრებაც ვიგრძენი ... ის დრო მომენატრა კი არა, ის "პრობლემები " მომენატრა რაც მაშუნ მქონდა... რა სულელი ვიყავი თურმე :)))) სკოლის ციებ -ცხელება ... და არდადეგების დასრულების საშინელი! მოლოდინი... როცა არ გინდა არც ერთი წამის უქმად დაკარგვა.... მდინარეზე რომ ათენ აღამებ ... ცეცხლზე შემწვარი სიმინდი და ვითომ "დამწვარი" ხელი, რომელიც ძალიან გტკივა :))))) მარტო იმიტომ რომ მან შენზე იზრუნოს :)))) რა ტკბილია და რა მწარედ გასახსენებელია ის რაც წარსული იყო... მაგრამ რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება იმ წარსული მოტკბო-მომწარო მოგონებების გარეშე?! ცარიელი ყუთი... ცარიელი და გადასაგდები :D 
მიყვარს ჩემი სოფელი... იმიტომ არა რომ ჩემია... იმიტომ რომ ჩემი "ბედნიერი ზაფხული" მაქვს იქ ბევრჯერ დატოვებული.. ჩემი მოგონებების სკივრი მაქვს წყაროზე დამარხული და ყველა, გამვლელ გამომვლელი თითო მოგონებას იღებს იმ სკივრიდან ... იმიტომ რომ იქ მათი მოგონებებიცააა... ჩემი თაობის ტკბილ-მწარე მოგონებები....


და მაინც... ყველაზე მაგარი რა არის იცით?! როცა გაიგებ რომ თავის შვილს შენი სახელი დაარქვა :)))))))))) .....