Pages

Friday, August 18, 2017

დედის წყევლა

მოხუცი მიატოვაო, განგაშის ზარი შემოკრა ერმა, აიკლეს სოც.ქსელი ქილიკით, ლანძღვით, ყველა ბრძენი გამოდგა სხვის ომში....
მეხსიერება კარგი ქონდა, ღრმა ბავშვობიდან ახსოვდა დეტალები, რომლებიც იმდენად შეჭრილიყო მის გონებაში , მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერ ივიწყებდა...

 დედა უყვარდა, ისე როგორც ყველა ბავშვს, გენეტიკურ ვალდებულებად დაჰყვება თითქოს ცნობიერს , უნდა გიყვარდეს, უპირობოდ, უანგაროდ...

სიძულვილი ობობის ქსელივით იხლართებოდა და ედებოდა ტვინს...

"დედის წყევლას ყველაზე დიდი ძალა აქვსო " - რომ გაიზარდა მერე მიხვდა , გაიაზრა, იგრძნო....

12 წლის იყო სიკვდილი რომ გადაწყვიტა, იქნებ გული ეტკინოს, იქნებ ინანოს, იქნებ მერე მაინც მომეფეროსო....

ვერ გაბედა , პატარა იყო, კედელთან მიიყუჟა, ნაცემი სიწითლეები ხელით დაიზილა, პირობა მისცა თავს , რომ შვილს ასე არასდროს მოექცეოდა...

დილით ისევ წყევლამ გააღვიძა...
"ნეტა სხვებიც ასე იღვიძებენ ?!" - ალბათ... სხვანაირი ცხოვრება არ არსებობს.... "მამა მაინც მყოლოდა...."

გაიქცა, გაეკიდა... დედის წყევლა იქაც წამოეწია....

მოწმენდილ ცაზე იცოდახოლმე გაელვება...
ყველა უჯრედი სტკიოდა სადაც დედის ხელი მოხვედრია... 
სული დაუმახინჯა... 
მოხუცი მიატოვაო...  გაკიცხეს. 
ვერ ივარგა ვერ მოერია... დედის წყევლა უფრო ძლიერი ყოფილა.


Wednesday, April 12, 2017

ია პაპა...

დაბადების თარიღი ზუსტად არ იცოდა...
მეუბნებოდა 29 თებერვალს დავიბადე და ოთხ წელიწადში ერთხელ მემატება ასაკიო.. :)
წიგნებს კითხულობდა, მერე მიყვებოდა, წარწერას აკეთებდა და ისე მჩუქნიდა..
თავის ბავშვობაზე უყვარდა მოყოლა, ომზე, შიმშილზე, მამაზე-რომელიც არ ახსოვდა,პატარა იყო რომ დაუხვრეტიათ...
თავის ტასო ბებოზე, ლამაზი იყოო ამბობდა- "დეიდაშენი გავსო"...
ფისუნას მეძახდა, ვერ ვიხსენებ სახელით მოემართოს , სანამ მარიამი დაიბადებოდა, მერე მარიამი გახდა ფისუნა :)
ვუტირებივარ კიდეც, გავუბრაზებივარ ალბათ.. მე მხოლოდ ერთი მახსენდება, მაგნიტოფონი გამომირთო ძალიან ხმამაღლა მუსიკის მოსმენის გამო.. სხვა არ მახსენდება... ავიწყდებათხოლმე როცა ენატრებათ.
ზაქარია ერთქვა ,მაგრამ ყველა "ფაცოს" ეძახდა, მე იას :) ცოტა სასაცილოა პაპას ია დაუძახო, მაგრამ მე მასე ვეძახდი.. მე და მერე უკვე ყველა ...
მაღალი იყო, მწვანე თვალები ქონდა , ჩემთან ერთად თამაშობდა და ჩემ გაკეთებულ "საჭმელს" ისეთი კმაყოფილებით ჭამდა თითქოს უკეთესი არაფერი გაესინჯოს :)
მარიამი რომ ნახა პირველად რაღაცნაირი სახე ქონდა... რაღაცნაირი ...
ყველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, სახლს, ღობეს, ეზოს, ხეივანს...
მამამ არ მყავდა გვერდით მთელი ბავშვობა, მაგრამ პაპა მყავდა....
არც მაშინ გაბრაზებულა მანქანა რომ დავაგორე და ხეივანს დავეჯახე... "ხო არაფერი იტკინე შე ვირიშვილოო" :))
მენატრება....
ხუთმა წელმა ლამის ხმაც დამავიწა....
მკაფიოდ ჩამესმის "ფისუნა" და "მტკივა"...
ბოლოს სტკიოდა.. მანამდე არასდროს გამიგია მისგან ეს სიტყვა... მაგრამ ბოლოს ეტკინა... სული ტოვებდა სხეულს... დიდი ხუთშაბათი იყო ....
ალბათ ოდესმე ისევ გნახავ ია პაპა...

Wednesday, January 4, 2017

ძაღლი შინ არ ვარგოდაო...

ღალატის თემამ დამაინტერესა ამ ბოლო დროს...
მიზეზი ჰაერში გავრცელებული ღალატის ფლუიდია ,რომელმაც სრულად მოიცვა მთელი სამყარო ..
ღალატის კლასიკურ ფორმას მიმართულებები მიეცა და "გასამართლებელ"  მოტივებად გამოიყენება, ღალატს დანაყოფები აღმოაჩნდა :
თვალით  ღალატი,
სულით ღალატი,
ხორცით ღალატი,
ემოციური /გრძნობებით ღალატი ...
ერის ღალატი (დღევანდელ თანამედროვეობაში ყველაზე  უმტკივნეულო ღალატად ითვლება)

ნაღალატევნიც იყოფიან კატეგორიებად:
გულმოკლულნი,
"კაცია გეიგულავებს და მოვა".
მიღალატა-ვუღალატებ (ока за ока..)
არ პატიებელნი, მპატიებელნი, ძვირად (და არა რთულად)  მპატიებელნი...

ღალატის თავიდან აცილება ბევრად მარტივი იქნებოდა, ადამიანებს გაუგებარი ვალდებულებები და დამოკიდებულებები ,რომ არ აკავშირებდეთ ერთმანეთთან, არ გინდა?!- სხვა გინდა?!- წადი! მაგრამ.... გარდა კონკრეტული პიროვნების დაკარგვისა (რომელიც , როგორც აღვნიშნე აღარ გინდა ;) ) ზოგი ბინას კარგავს, ზოგი სოციალურ სტატუსს, ზოგი ახალ მანქანას, ზოგი გვარს, ზოგი მყარ ფინანსურ მდგომარეობას , ზოგი გავლენიან ქვისლს და ა.შ. არიან ისეთებიც , რომლებმაც "სისუსტე გამოიჩინეს" , შეცდნენ (თუმცა ჩემთვის ეს ფენომენი აბსოლუტურად გაუგებარია).  ქართულ რეალობას ემატება კიდევ ერთი - " რას იტყვის ხალხი" ..
ცოტა რთულია ნაღალატევის სტატუსით დაასრულო ურთიერთობა ისე ,რომ თავმოყვარეობა არ შეგელახოს..
თვითონ ღალატიც თავმოყვარეობის შელახვად აღიქმება ჩემთვის, თორემ . როგორც 90-იანებში იტყოდნენ "სოჩიკი არავის უწერს".
რა შემთხვევაში ღალატობს ქალი?!  თუ უღალატეს, თუ აღარ უყვარს, თუ შურს იძიებს , თუ ბოზია .
როცა დგამ ნაბიჯს სხვისკენ , არჩევანს აკეთებ სხვაზე , ე.ი. ის , პირველი არ არის "შენი " , არ გაკმაყოფილებს ვიზუალურად, ფიზიკურად, სექსუალურად, არ აქვს ის რასაც ეძებ სხვაში (თუ მაინცდამაინც бешенство матки- თ არ ხარ დაავადებული)
ქალის ღალატის უმთავრესი მიზეზი მაინც მისი პიროვნული შებოჭვა ხდება, ბუნებრივია, როცა უხუთავ სულს, მიიწევს ჰაერისკენ...
ღალატის მსხვერპლი მამაკაცებიც თავის მხრივ იყოფიან კატეგორიებად:
არასრულფასოვნების კომპლექსის მქონენი,
ზედმეტად თავდაჯერებულ/ თვითდაჯერებულნი.
არასრულფასოვნების მქონე მამაკაცი ბევრად რთული ასატანი და მარტვივად საღალატოა, მას სულ ეშინია ,რომ  წახვალ , მუდმივად ფარულ თუ ღია კონტროლს აწესებს, მაგრამ საკმარისია ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს უკან იხევს, მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდის საკუთარი ტანჯვით, ერთ-ორ მცირე მაშტაბის სკანდალს მოაწყობს ლოკალურად და როგორც კი დაკარგვის საშიშროებას იგრძნობს ავლენს "დიდსულოვნებას" პატიობს მოღალატეს და განაგრძობს ახალი მიზეზის ძიებას , მოღალატე თავის მხრივ ნაპატიებად ფრთაშესხმული განაგრძობს ჯიხვის ეფექტის მინიჭებას მისი "დიდსულოვანი მამრისადმი" .


არა ნაკლებ მძიმეა  თავდაჯერებულ/ თვითდაჯერებული მამაკაცის შემთხვევა, ის ყოველთვის "ამეტებს" თავს პარტნიორს ხშირი შეძახილებით " მადლობა თქვი , მე რომ გყავარ" .. " შენ ვის რაში ჭირდები"... " მე ქალები დამდევენ..." და ა.შ. მსხვერპლი ამ შემთხვევაში მღალატებელია, რომელსაც შეიძლება სულაც არ უნდა მის პრინცზე დადგმული უხილავი რქის დანახვა , მაგრამ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად, მორიგი თავდასხმის დროს სიამოვნებით  უგებს ნიშანს გულის სიღრმეში  ამპარტავან პარტნიორს და სიამოვნებით ლულავს თვალებს არალეგალური აქტის გახსენებისას...
მოღალატეთა  კატეგორიას ავსებს უყურადღებოდ დატოვებული ქალების საკმაოდ დიდი რიცხვი...
როცა საყვარელი/სასურველი მამაკაცისგან ვერ იღებ სათანადო ფლუიდებს , გასცემ იმაზე მეტს ვიდრე იღებ, დარღვეული ენერგეტიკული ბალანსის კომპენსირებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს დამატებითი  მუხტი ...

შეიძლება ითქვას რამდენი ქალბატონიც არსებობს ქვეყანაზე ,იმდენივე შეიძლება იყოს ღალატის მიზეზიც.
რატომ არ მიდის ამ დროს ქალი?! ეგ ხომ უკვე დავწერე :)

მოღალატე მამაკაცი ამოუცნობი ფენომენია და რატომღაც მუდმივი განხილვის საგანი კაცის ღალატია (თუმცა არანაკლებ მაშტაბებს მოიცავს ქალის ღალატის რაოდენობაც)

ყველაზე უწყინარი მათ შემთხვევაში "თვალით მოღალატეა".. (მეც კი ვერ ვიკავებ თვალს, ლამაზ ქალს ,რომ არ გავაყოლო :) )
თვალით მოღალატე, გარეთ აღძრული მადით უბრუნდება საკუთარ კერას და აშლილ ვნებებს შინ იკმაყოფილებს.
(უყვარს  ცოლი/ქმარი, მოსწონს სხვა-ც, პატივს სცემს საკუთარ თავს და არჩევანს )

სულით მოღალატე ის ფენომენია, რომელიც მარტო პარტნიორს კი არა , მეგობარს, ნათესავს, შვილს, დედას , ენას , მამულს და სარწმუნოებასაც კი უღალატებს და ეგ ფენომენი ჩემ ბლოგზე არ განიხილება.
(არ უყვარს არც ცოლი/ქმარი, არც საკუთარი თავი, არ მოსწონს არავინ , არ გააჩნია არც მორალი  და არც არაფერი წმინდა)

ხორცით მოღალატე ყველაზე ბინძური კატეგორიაა მოღალატეთა შორის, მისთვის არ არსებობს არანაირი ფასეულობა გარდა მატერიალურისა, ის ყიდულობს, მოიპოვებს, მოინადირებს მსხვერპლს და გახელებული ცხოველის სახით იწყებს მის ჯიჯგვნას , შინ მისული ხორციელი კმაყოფილებით შეპყრობილი  , სავალდებულო რიტუალს შეასრულებს და  კბილს გაკრავს ლეგალურ პარტნიორს .
(არ უყვარს ცოლი/ქმარი , არ მოსწონს არავინ , ამ კატეგორიის ადამიანებს როგორც წესი საწოლთან  დიდი სარკე უკიდიათ, ხშირ შემთხვევაში სექსუალური პრობლემები აქვთ )

ემოციური და გრძნობებით მოღალატე ადამიანი ყველაზე გამართლებულია მოღალატეთა შორის,  თუ ამ ადამიანს დიდი მორალური და ფიზიკური  პასუხისმგებლობა აკისრია ის გამართლებულთან ერთად შესაცოდიც ხდება... ის იკეტება და ებრძვის საკუთარ თავს, ცდილობს გრძნობის და ემოციის გაკონტროლებას, ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში საკუთარ ბედნიერებას სადღაც სხვენში გამოკეტენ და გაათმაგებული პასუხისმგებლობით  ჩაებმებიან ოჯახური უღელის ქვეშ , არჩევანს ოდესღაც თბილ, მაგრამ უკვე გაციებულ კერაზე აკეთებენ და მხოლოდ ყველაზე თამამ ოცნებაში აძლევენ თავს უფლებას წარმოიდგინონ  როგორი  იქნებოდა გრძნობებით გამთბარი კერა...
(უყვართ "სხვა"... !  )











.

თუ ქალი არ არის დაინტერესებული ქონდეს მამაკაცთან ღრმა, ახლო ურთიერთობა, მაშინ ენერგიის გადინება მოხდება სულ სხვაგავრად. ანუ როცა ქალს სექსი უნდა მხოლოდ სექსისთვის, მაშინ ის მამაკაცისგან მიღებულ ენერგიას არ გაუკეთებს ტრანსფორმაციას და არ დაუბრუნებს მას, არამედ ის ამ ენერგიას გამოიყენებს თავისი პირადი სურვილების და სასიცოცხლო ძალების გასაძლიერებლად. ყოველი ასეთი სექსის შემდეგ მამაკაცი ენერგეტიკულად ( ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც) არის დაცარიელებული.სტატისტიკურად, სექსის შემდეგ მამკაცების 60%-ს უქრება ყველაფრის სურვილი, აღარ უნდათ ქალთან ყოფნა, საუბარი. ამას მიზეზად სახელდება მამაკაცის კმაყოფილების შეგრძნება, თითქოს ის დაკმაყოფილებულია და მიიღო ყოველივე სასურველი, სინამდვილეში ის ქვეცნობიერად ცდილობს აღიდგინოს ენერგია, რომლისგან სრულიად დაცლილია.
ენერგეტიკულად, კაცის დანიშნულებაა იყოს აქტიური და ამ აქტიურობით გახდეს შემქმნელი.ქალის მოვალეობაა, იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს მას ენერგიის ტრანსფორმირებაში,როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა რომელიმე პარტნიორი წყვეტს განვითრებას, შესაბამისად მეორე ვითარდება და სინქრონიზაცია ირღვევა.ღალატი არის შედეგი, იმის რომ ადამიანი სწორად არ ვითარდება.

არადა რა მარტივია შეიყვაროთ საკუთარი თავი და მერე პარტნიორი... ენდოთ საკუთარ თავს და ამით ავტომატურად ენდოთ პარტნიორს.. პატივი სცეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე პარტნიორს... 


და მაინც ჩემი ხოტბა მოღალატე ადამიანებს :)) თქვენ ხო უძლიერესი ფანტაზიორნი, მეზღაპრენი და იმრპოვიზატორნი ხართ ... :)))