Pages

Friday, August 18, 2017

დედის წყევლა

მოხუცი მიატოვაო, განგაშის ზარი შემოკრა ერმა, აიკლეს სოც.ქსელი ქილიკით, ლანძღვით, ყველა ბრძენი გამოდგა სხვის ომში....
მეხსიერება კარგი ქონდა, ღრმა ბავშვობიდან ახსოვდა დეტალები, რომლებიც იმდენად შეჭრილიყო მის გონებაში , მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერ ივიწყებდა...

 დედა უყვარდა, ისე როგორც ყველა ბავშვს, გენეტიკურ ვალდებულებად დაჰყვება თითქოს ცნობიერს , უნდა გიყვარდეს, უპირობოდ, უანგაროდ...

სიძულვილი ობობის ქსელივით იხლართებოდა და ედებოდა ტვინს...

"დედის წყევლას ყველაზე დიდი ძალა აქვსო " - რომ გაიზარდა მერე მიხვდა , გაიაზრა, იგრძნო....

12 წლის იყო სიკვდილი რომ გადაწყვიტა, იქნებ გული ეტკინოს, იქნებ ინანოს, იქნებ მერე მაინც მომეფეროსო....

ვერ გაბედა , პატარა იყო, კედელთან მიიყუჟა, ნაცემი სიწითლეები ხელით დაიზილა, პირობა მისცა თავს , რომ შვილს ასე არასდროს მოექცეოდა...

დილით ისევ წყევლამ გააღვიძა...
"ნეტა სხვებიც ასე იღვიძებენ ?!" - ალბათ... სხვანაირი ცხოვრება არ არსებობს.... "მამა მაინც მყოლოდა...."

გაიქცა, გაეკიდა... დედის წყევლა იქაც წამოეწია....

მოწმენდილ ცაზე იცოდახოლმე გაელვება...
ყველა უჯრედი სტკიოდა სადაც დედის ხელი მოხვედრია... 
სული დაუმახინჯა... 
მოხუცი მიატოვაო...  გაკიცხეს. 
ვერ ივარგა ვერ მოერია... დედის წყევლა უფრო ძლიერი ყოფილა.