Pages

Saturday, January 22, 2011

"ვალენტინობა" მოდის ხალხოოოო....

14 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის  45-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 320 დღე (ნაკიან წელში - 321). 
ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს იღებს ძველი რომიდან... ლეგენდის თანახმად მგელმა გამოკვება რომის დამაარსებლები რომულა და რემა მიდიოდნენ ამ წმინდა ადგილას და აღასრულებდნენ წესებს ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia - ს დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს მოსდევდნენ და ცემდნენ. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ


აი ეს არის ყოვლად აღიარებული " სიყვარულის დღე"  სინამდვილეში, მაგრამ რატომღაც ჩვენ , მდედრებს ამ ლეგენდის მეორე ნაწილი უფრო მოგვწონს.....
მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს....
აქაც სიკვდილი.. აქაც ტანჯვა ... აქაც "ვაება" :) და ეს მოგვწონს? "რა კარგი იყო ვალენტინი რომელიც სიყვარულს მსხვერპლად შეეწირა " .... რატომღაც არავის არ გასჩენია კითხვა როგორ გრძელდებოდა იმ წყვილის ურთიერთობა... "გმირებად" მოხსენიებული, ცოლ-ქმრულ უღელშებმული " ბედნიერი წყვილი" როგორ იწყებდა თავის ყოველდღიურობას.... თავიდან ხომ ყველაფერი ლამაზია... არ გვინდა ძველი რომი , როგორ ხდება დღეს , 14 თებერვალს გახვალ ქუჩაში და რას ხედავ ?! სახე " გაბრწყინებული " მდედრი და მამრი მიუყვებიან თბილისის ქუჩებს, გოგონას სიმბოლური ერთი ვარდი უჭირავს ხელში და თავდახრილი დედამიწის ზედაპირს ჩაყურებს....... ერთი ვარდის ავტორი , ფანტაზიამკვდარი ხვადი ამაყად მიჰყვება გვერდით თავის რჩეულს და გზადაგზა თვალს აპარებს სხვა მოსიარულე წყვილებისაკენ " აუ, ეს გოგო აშკარად ჩემსას ჯობია" (ნუ დღევანდელობაში " ეს ნაშა" ) .... თუმცა სხვანაირადაც ხდება... ცოტა უფრო "ზედა ფენებში " მდედრს ხელში რომელიმე თანამდეროვე, ცნობილი ბრენდის საფირმო პაკეტი უჭირავს რომელშიც შეიძლება სულც არ დევს ის რისთვისაც თავის დროზე ეს პაკეტი შექმნეს :))))))) მაგრამ მაინც ყვეეელა ბედნიერია.... მერე აღმოჩნდება რომ "ეს ის არ არის რაც შენ გგონია"...... "პური გათავდა წამოაყოლე".... " ეხლა სადღა ეგდე , კიდევ თათბირი გქონდააააა..... " და ა.შ. მაგრამ ყოველ ვალენტინობას, მაშინ როცა "ბედნიერი " იყავი ახალ -ახალი პაკეტი ჩნდება(ეს მაინც ახსოვს :) )  გულს გიმსუყებს ეს მოჩვენებითი ბედნიერება.... და ნელ ნელა "გულ-მუცელ ამსუყებული" ადამიანი შერჩები საკუთარ თავს სარკეში.....
თვალსა და ხელს შუა ვალენტინი სიწმინდეს კარგავს.... და მეეერე გახსენდება ამ ლეგენდის პირვანდელი ვერსია როცა  მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს..... და ერთადერთი სურვილი გაქვს დაიჭირო ის ვალენტინი და თავისივე ისრით განგმირო :)))))

მრავალ ვალენტინობას დაესწარით შეყვარებულო.. უბედურო ადამიანებო :))))))))))))))))

6 comments:

  1. უძალიანმაგრესად წერ!!!! რომ არ გააგრძელო მოგკლავ!!! შე მაგარო შენ!!! :*

    ReplyDelete
  2. ki getanxmebi rom xelovnurad sheqmnili da "gajazebuli" (mapatiet slengistvis) dgesaswaulia, magram warmoidgine rom es dge ar arsebobdes.... ar arsebobdes 8 marti... ramdeni mdedris guli gatydeboda. tundac 1 sms VALENTINOBA dges gamogzavnili mteeeel samyaros rom girchevnia, agarafers vambob 1 vardze da aleqsandrovis parkis gadatvrtvaze:))) pirveli kocna valentinobas (tundac im avad saxsenebel aleqsandrovis parkshi), usityvod rom yvelaferi natqvamia, mere ra rom es yvelaferi max 3tve gagrdzeldes, "za to" ra 3 tve iyoo;) mteli cxovreba gaxsovs is musika pirvelad rom ertad mousmit e.w. "chveni musika", (chem shemtxvevashi es mama afrika iyo, magram mashin amas ra mnishvneloba hqonda?!!!;)))is adgili sadac pirvelad akoce (ara, aleqsandrovis parki ar yofila geficebi). xo daaa... anu... aseti dgeebisgan shedgeba chveni cxovreba, patara sixaruli suul patara bednierebas gvris. qalebma moifiqres da 8 marti sheqmnes, kacebma egec ver moifiqres:P nodar dumbadzis "shenc su da mec su" waikitxet!
    yvelaferi martivia YVELAFERI KAVSHIRSHIA ;)

    ReplyDelete
  3. კალანდაძე უბრალოდ კი არ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ.... და ... ალბათ ღირს ის ერთი " მათრახების" საპატივცემულო დღე მთელი ცხოვრების " მოსაგონრად"
    მინდოდა ვინმე შემწინააღმდეგებოდა, თან დამაჯერებლად....
    ალბათ მეც გამოუსწორებელი " ვალენტინკა" ვარ და იმიტომ :)

    მიულოცეთ ერთმანეთს თუნდაც ერთი sms-ით, " ზატო რა sms-ით" :)))

    ReplyDelete
  4. es yvelaferi kargi giorgadze, momewona, magram nutu 1 sms-it an 1 cali vardit kmayofildebi? iamt kai, fantazia nulze dabla aqvt, magram shenc???? nu xar gogo minimalisti... me piradad orives ertad agebuls da plius am sadzagel virtualur siyvarulobanas rame ufro lamazi da uket gamoyenebadi mirchevnia sayvarelo... balaxebshi ar devs siyvarulis fasi... :P

    ReplyDelete
  5. ოოოოო დიაურო რაოდენ ძნელი ყოფილა ამოცნობა სულისა შენისა და აზრისა შენისა, თქმული სიტყვა შენი საოცრებაა ამა ქვეყნისა ვითარცა აზრი ქცეული ფიქრად ...... (აქ თვალის პაჭუნა სმაილიკი მინდოდა ჩამესვა და ენა გამოყოფილი მაგრამ არ ვიცი როგორ :))))
    საოცრება იქნებოდა ალბად მეტად კიდე რომ არ გიცნობდე მაგრამ რა გასაკვირია ის ფაქტი რომ ესოდენ მჭერმეტყველი და სიტყვის მრავალფეროვნებით გამორჩეული თემატური ნაშრომი ვიხილე ...
    და აი დრო და აი მომენტი ვახ რამდენი მაქ სათქმელი და როგორ ან საიდან დავიცყო?... თუმც ამ ეტაპზე უბრალოდ ვიტყვი ყველაფერი კარგია რასაც ადამიანი ქმნის ეს კიდე მეტად უკეთესი იყო .... მალადეც ....
    p.S. ნახე ხო შეგაქე ასე თუ ისე ეხლა ერთხელ მაინც სახში რომ მოვალ ვახშამს გამიმზადებ?... თუ?????? ვთქვა ყველაფერი?...:))))

    ReplyDelete
  6. ...გვერძე მეორე ნახევრის ყოლა და თითზე ე.წ."კალიცო" მეორე ეტაპია. ყველაზე ლამაზი პერიოდია იის პირველი ეტაპი, როცა არ იცი, ბოლომდე ვერ ერკვევი სიტუაციაში, ისიც იმას გრძნობს რასაც შენ თუ... და ამ დროს გათენდა 14 თებერვალი, გახდა 12სთ სიჩუმე....:( გახდა 3სთ... სიჩუმე.... და 16სთ-ზე და 30წუთზე მოოოოოოდის სმს!!!!!!!!!!:))
    ვუყვარვაააააარ!!!!
    ვუყვარვაააააარ!!!!

    აი მესამე ეპატზე კი უკვე არავინ აღარაფერს აღარ წერს ....:( se la vie!

    ReplyDelete