Pages

Monday, February 14, 2011

ძირს "სახელობითი " დღეები...

ერთი პრობლემა შემექმნა... ჩემს laptopს ვერაფრით ვერ დავაჭერინე მეზობლის wi-fi :)))) სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა რომ word-ში „ვაფრქვიო“ ჩემი აზრები , იმიტომ რომ ერთადერთი ინტერნეტ-მიერთებული კომპი ამ ოჯახში „დევს უჭირავს“ :)))
 აზრებს რაც შეეხება... საკმაოდ დაძაბული ბოლო დღეები მქონდა ასე რომ დიდი მჭერმეტყველებით ვერ გამოვირჩევი, მაგრამ რა ვუყო თითებს , რომლებსაც წერა უნდათ, აზრებს რომლებმაც ლამისაა შუბლი გამომიხეთქონ და კომპს რომელსაც ნეტს ვერ ვუკავშირებ (P.s. მეზობლისას)
 12 სთ.ს გადასცდა, ხვალ ვალენტინობააა ხალხნოოოო… oops ეს ხომ უკვე განვიხილეთ :)) რას გეგმავთ? მე პირადად სამსახურში მივდივარ ,საერთოდ არარომანტიული განწყობით და „მარშუტკით“ არადა ვიღაცას შეიძლება ხვალ ბაფთიანი x6 ელოდება, მანქანა რომელიც „ჩემზეა აწყობილი“ :))))

ეხლა ვიხსენებდი რა გადამხდენია ვალენტინობას... ვიხსენე, ვიხსენე და გავიხსენე... არაფერი :))))) ყველა ჩემი შეყვარებული თუ „მოწონებული“ ვალენტინობის წინ მშორდებოდა ან დაშორების გამომწვევ მიზეზს მაძლევდა , გააზრებულად თუ გაუაზრებლად არ ვიცი :)))) არადა პრეტენზიული საერთოდ არ ვარ... x6 პრეტენზიაა? პრეტენზია კი არა BMW:D:D
რა იქნებოდა საერთოდ რომ არ არსებობდეს „სახელობითი“ დღეები (თამარობაც ყოფილა დღეს თურმე,ვიღაცა ულოცავდა მეორე ვიღაცას) ... არ იყოს ახალი წელი, ვალენტინობა,სიყვარულის,დედის,ქალების და წითელ არმიელების დღე რომელიც მამრებმა მამაკაცების დღედ თუ რაგაც მაგდაგვარად გადანათლეს, ანუ არ იყოს ყველა ის დღე როცა რაღაცას ველით ვიღაცისგან... საჩუქარს, მოკითხვას,sms-ს,ელემენტარულ ყურადღებას ,ვითხოვთ იმას რასაც ყოველღე უნდა ვიღებდეთ წესით, მაგრამ რადგან სასწაულები არ ხდება და თოვლის ბაბუაც არ არსებობს, ამ „მისაღებს“ სახელობითი დღეებისთვის გადავდებთ და თავს „ვინუგეშებთ“ რომ აუცილებად იქნება.... არ იქნება?! ჩვენ მაინც ვიტყვით რომ იყო... ყველაზე ადვილი ხომ თავის მოტყუებაა და უფრო ადვილი გარშმომყოფების.... 
სახელობით დღეებს უკავშირებენ ადამიანები რაღაც მოვლენებს,ქორწილს,სადმე წასვლას ,რაღაცის ან ვიღაცის ნახვას და იმას კი არ ფიქრობენ რომ დღეს გადადებული -ხვალ შეიძლება აღარ დაგიდგეს... მარტო მე ვკითხულობ მარკესს? :) არავის არ გიფიქრიათ რომ საკუთარ თავებს და სასურველ ადამიანებს ჩვენ მოვუწყოთ მისი საკუთარი „სახელობითი დღე“ ყველა დღეს რაღაც სახელი დავარქვათ და იმ დღეს ის ვაკეთოთ რისი დღეცაა... გამოვაცხადოთ ცეკვის დღე და ვიცეკვოთ, ჭამის დღე და ვჭამოთ... სირბილის დღე და ვირბინოთ :))) რა საჭიროა საყოველთაო, ბანალური დღეების ლოდინი იმისთვის რომ ვინმე გავახაროთ?! იმიტომ რომ ყველა მასე იქცევა? მე ყველა არ ვარ , მე მასას არ მივეკუთვნები, შენ თვლი შენ თავს მასად? რაღაც არ მგონია, ყველას ინდივიდუალურობაზე და პიროვნულობაზე გაქვთ პრეტენზია და სნობებივით კი აყოლილხართ ამ „მასობრივ სვლებს“ ... რატომ არ უნდა მოვიდეს თოვლის ბაბუა ზაფხულში? ერქვას აგვისტოს ბაბუა და მოუტანოს ბავშვებს საჩუქრები? მაგრამ არაააა..... ეგოისტები და ბოროტები ვართ ადამიანები, ერთი ზედმეტი სიხარულიც კი გვენანება საკუთარი ბავშვებისთვის

(ეს პირობითად ,იმედია ლაბავოი“ არავინ გაიგებთ)  არავინ არ შემეკამათოთ, ვერ ვიტან როცა თავის აზრს მომახვევენხოლმე თავზე, ყველა ინდივიდს პატივს ვცემ და ყველამ თავისი აზრი თავისთვის შეინახოს, მაგრამ ზუსტად ვიცი ,კომენტარებში „ზედ გადამივლით“ თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრებებით,მეც დაგეთანხმებით იქვე, მაგრამ აზრს არ შევიცვლი, მე მე ვარ და თქვენ -თქვენ.... მე 3 დღის უკან მოვუტანე ის საჩუქარი ჩემ შვილს რომელივ „თოვლის ბაბუას“ სთხოვა, არ იყო მაშინ თოვლი, როცა მოთოვა მაშინ მოვუტანე :)) ბაბუა ხო თოვლისაა?! :D :D ნაკლებად გავახარე? იქნებ უფრო მეტადაც? იმიტომ რომ თოვლის და საერთოდ ბაბუის არსებობაც კი არ სჯერა :)))))) (მამა მაპატიე)....
ხვალ რას იზამთ? „გაიკრავთ“ ჯიბეზე ხელს და შეესევით ქალაქის მაღაზიებს, ბაზრობებს და ჯიხურებსაც კი :)))  და გუშინ რომ გექნათ იგივ ნაკლებად გაახარებდით? იქნებ დღეს მეხი დაგვცემოდ და ხვალინდელი დღე აღარ დამდგარიყო? ხო წავიღებდით საიქიოში მილოცვასაც და საჩუქრის იდეასაც? :))) დარწმუნებული ვარ მიქელ გაბრიელს ვერ გავახარებდით სუნამოთი :)))))) ეეჰჰჰ ხალხნოოოოო... გონს მოეგეთ ცოტაააა.... დროა სნობიზმი და „ზომბიზმი“ დავივიწყოთ და საკუთარი „სახელობითი დღეები“ მოვიფიქროთ დროა დროოო....
წავედი ეხლა მე , ხვალისთვის საჩუქარი მაქვს მოსაფიქრებელი :)))))))))))) გავერიო მეც „მასოვკაში:D:D:D

1 comment:

  1. ისე გამიკვირდა... არ წამიკითხავს ეს შენი პოსტი არასდროს. რატომ არავინ დატოვა კომენტარი? ჩემსავით არ წაუკითხავთ თუ ამ თავგამოდებული ამპარტავნების ზეიმში დაგტოვეს მარტო? ”არ მომახვიოთ თქვენი ახრები!” რა შუაშია? ვიცი შენ ყველაზე მეტად გიყვარს ჩემი თავმოხეული აზრები... ხოდა მაგიტომაც 1 წლის დაძველების პოსტზე გიტოვებ პირველ კომენტარს. სახელობის დღეები უნდა არსებობდეს და თან ძალიან ბევრი, აი როგორც შენ თქვი, სირბილის, ჭამის, ცეკვის ჩახუტების. ბევრი პლიუსი ექნებოდა ამას. მაგალითად, მხოლოდ ჭამის დღეს შევჭამდი და წონის პრობლემა არ შემაწუხებდა. მოფერების დღეს მეცოდინებოდა რომ დღეს მაინც მომეფერება ვინმე. რატომაც არა! ზოგჯერ მიზეზი გვჭირდება საჩუქრის გასაკეთებლად, იმის მიუხედავად რომ ადამიანები ყოვლთვის მზად არიან ნებისმიერი სახის საჩუქარი მიიღონ. დაე იყოს ყოველი დღე ან დღეგამოშვებით საჩუქრის, სიყვარულის, ჩახუტების და მოფერების დღე!!!
    PS სექსის დღეც დაგვხატავდა "კ სტატიე"... ;)

    ReplyDelete