Pages

Wednesday, February 23, 2011

მე... სხვა განზომილებიდან..

პარალელური სამყაროსი გჯერათ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ მართლა არსებობს.... ჩვენ ვართ იქ .... და არა მარტო ჩვენ ... წარმოიდგინეთ რომ იქ ჩვენი ოცნებები ხდება.. ყველაზე ტკბილი რაც გადაგვხდენია... ყველაზე თბილი და ყველაზე მტკივნეული....წარმოიდგინეთ რომ იმ სამყაროში იქ გაჩერდა დრო სადაც  გვინატრია წამი შეჩერებულიყო....
იქ ისევ ისე ცხოვრობთ , იქ ისევ ისე გიყვართ და უყვარხართ... იქ ეხლა ან კამათობთ ან ერთმანეთს კოცნით.... იქ ერთად ხართ.. იქ ის ხართ რაც რეალობაში ვერ აისრულეთ.. იქ ის ცხოვრებაა რა ცხოვრებაც გინდოდათ ..... თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ.... ის წამოიდგინეთ რაც აღარ გამეორდება აღარასოდეს... (?!) ან ისე ვეღარ გამეორდება :) იქ შეასხით ოცნებას ფრთები და იქ დაარღვიეთ ყველა პირობა... იქ გააკეთეთ სიგიჟეები და იქ გადადით ყველა ზღვარს.... იქ ეხლა ერთად ხართ... იქ ისევ თბილა.... ის სახლი ისევ ტბასთან დგას და გარეთ ისევ თოვს.... ისევ მოაქვს ფინჯანი ყავა და  ისევ გიმეორებს რომ "ყველაფერი ხარ".... ყველა ფერი....
,იქ ისევ ერთმანეთისთვის ისუნთქეთ.... იქ ისევ ისე გიყვარდეთ.... იქ იქ იქ.... იქ ჩაკეტეთ ყველაფერი და  რეალობაში დაბრუნებულებმა რეალურად იცხოვრეთ და მერე ისევ... როცა საიდანღაც მოსული რაღაც ენერგია სიგიჟემდე მოგანატრებთ მის თავს , იქ დაბრუნდით, თქვენს სამყაროში და უბრალოდ თვალები დახუჭეთ....    იქ ეხლა ერთად ხართ... იქ ისევ თბილა.... ის სახლი ისევ ტბასთან დგას და გარეთ ისევ თოვს.... ისევ მოაქვს ფინჯანი ყავა და  ისევ გიმეორებს რომ "ყველაფერი ხარ".... ყველა ფერი.....

Saturday, February 19, 2011

დროში დავიკარგე...


ოდესმე გამოგიცდიათ მსგავსი რამ?  როგორი შეგრძნებაა იცით? დრო მიდის... გგონია რამდენიმე საათი გავიდა და თურმე მთელი კვირა გასულა... და  თურმე იმდენი რამ შეცვლილა შენ ცხოვერაში თვალსა და ხელს შუა და შენ ეს ყველაფერი გამოგეპარა...
ოდესმე დამდგარხართ კითხვის წინაშე თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი რა შედეგს გამოიწვევს?!.... ოდესმე გაგიკეთებიათ ისეთი არჩევანი რომელზეც თქვენი მომავალი ცხოვრება იქნებოდა დამოკიდებული? მთელი ბავშვობა ხო თქვენს მაგივრად სხვა წყვეტდა... სად უნდა გვესწავლა... რა ნიშნებზე უნდა გვესწავლა.. უნდა გვევლო ცეკვაზე ,მუსიკაზე, ხატვაზე......  იმიტომ რომ ყველა დადიოდა, ყველას უნდა სცოდნოდა პიანინოზე დაკვრა :))) არადა მე საშინლად მეზიზღებოდა ეგ პროცესი... მაგრამ უნდა მესწავლა... იმიტომ რომ ეგრე იყო მიღებული! უნდა მევლო გერმანულზე თუმცა მე ინგლისური უფრო მომწონდა...  უნდა გავყოლოდი მშობლების "მოსაწონ" ბიჭს.....
ეგ ყველაფერი რომ არ გაგვეკეთებინა "დედა გაგვიბრაზდებოდა".... და დედის გაბრაზება პირდაპირ კავშირში იყო ჩვენ "ღნავილთან" (იმას ტირილი არ ერქვა) ტირილი სხვა რამე ყოფილა... გულიდან რომ მოგდის ცრემლები და არა თვალებიდან.... გონება რომ ტირის და თვალებს აიძულებს....
ოდესმე თქვენი არჩევანის გამო გიტირიათ გონებით?! იცით გონებით ტირილი რა არის? როცა შენ ცრემლს ვერავის ვერ დაანახებ... იმიტომ რომ არ იცი რატომ ტირი... არჩევანის სისწორე გატირებს და არა შედეგი....არჩევანის გაკეთების დროს შედეგზე ხომ არავინ არ ვფიქრობთ..... არ ვფიქრობთ არა....
დროში დავიკარგეთქო თავში ვახსენე.... საკუთარმა არჩევანმა დამკარგა .... სადგაც ცარიელ მინდორში მდგარხართ? მე კი... ეხლა ვდგავარ.. ამ წუთას და არჩევანს ვაკეთებ....
თუმცა მე ისიც კი ვერ ამირჩევია ამ წუთას რა მუსიკას ვუსმინო..... :)
ეს ყველაფერი ჩემთვის იწერება... ვერავინ ვერ მიხვდება რატომ ვწერ და საერთოდ რას ვწერ... მე არჩევანს ვაკეთებ დროის შეგრძნების გარეშე.... ერთი კვირა გასულა და ვერ გამიგია... კიდევ ერთი კვირით მივუახლოვდი სიკვდილს თან ისე რომ ვერც მივხვდი ... სიცოცხლით ტკბობა ვერ ვისწავლე.. მგონია რომ კიდე ბევრი დრო მაქვს და შეიძლება ის დრო ამ ერთი კვირასავით გამქცეს.... უკან მოვიხედო და კვალიც კი ვერ დავტოვო... მაგრამ მე ვტოვებ კვალს :) მე ჩემ შვილს და ჩემ მეგობრებს ვტოვებ.... იმ ადამიანებს ვტოვებ ვინც ჩემ კვალს არასდროს წაშლის.... იცით რა კარგია ამის შეგრძნება როცა იცი რომ შენს მერე ვიღაც შენ წილ სიცოცხლეს აგრძელებს ... იმ სიცოცხლეს რომელიც შენ "ვერ მოასწარი".... ზოგი მუქ კვალს ტოვებს ზოგი უბრალო ნაკვალევს... ეს თქვენი ასარჩევია რას ტოვებთ... ერთხელ ერთმა ჩკვიანმა ქალბატონმა მითხრა საკუთარი ნეკროლოგი დაწერე და მიხვდები რა გინდა ამ ცხოვრებაშიო.. მე ჯერაც ვერ დავწერე... ისიც კი არ ვიცი რა მინდა... ალბათ ჩემ დროს რომ დავიბრუნებ.. ჩემ გაქცეულ დროს ჩემივე ნეკროლოგის დაწერასაც შევძლებ :) ან შეიძლება ძალიან ადრეა :)))) არ მემეტება ჩემი თავი ..... ჯერ მაქვს იმდენი დრო რომ დროში დავკარგო... ნუ მე მასე მგონია.... ჯერ კიდევ მაქვს იმის დრო სულელური არჩევანი გავაკეთო ისე რომ მის შედეგზე არ დავფიქრდე... მთავარი ხომ თამაშია და არა მოგება ;)
მინდა რომ ყველამ ითამაშოთ... დროს ეთამაშოთ... დროით ითამაშოთ და დროულად მიხვდეთ რომ თამაშობთ.....

Monday, February 14, 2011

ძირს "სახელობითი " დღეები...

ერთი პრობლემა შემექმნა... ჩემს laptopს ვერაფრით ვერ დავაჭერინე მეზობლის wi-fi :)))) სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა რომ word-ში „ვაფრქვიო“ ჩემი აზრები , იმიტომ რომ ერთადერთი ინტერნეტ-მიერთებული კომპი ამ ოჯახში „დევს უჭირავს“ :)))
 აზრებს რაც შეეხება... საკმაოდ დაძაბული ბოლო დღეები მქონდა ასე რომ დიდი მჭერმეტყველებით ვერ გამოვირჩევი, მაგრამ რა ვუყო თითებს , რომლებსაც წერა უნდათ, აზრებს რომლებმაც ლამისაა შუბლი გამომიხეთქონ და კომპს რომელსაც ნეტს ვერ ვუკავშირებ (P.s. მეზობლისას)
 12 სთ.ს გადასცდა, ხვალ ვალენტინობააა ხალხნოოოო… oops ეს ხომ უკვე განვიხილეთ :)) რას გეგმავთ? მე პირადად სამსახურში მივდივარ ,საერთოდ არარომანტიული განწყობით და „მარშუტკით“ არადა ვიღაცას შეიძლება ხვალ ბაფთიანი x6 ელოდება, მანქანა რომელიც „ჩემზეა აწყობილი“ :))))

ეხლა ვიხსენებდი რა გადამხდენია ვალენტინობას... ვიხსენე, ვიხსენე და გავიხსენე... არაფერი :))))) ყველა ჩემი შეყვარებული თუ „მოწონებული“ ვალენტინობის წინ მშორდებოდა ან დაშორების გამომწვევ მიზეზს მაძლევდა , გააზრებულად თუ გაუაზრებლად არ ვიცი :)))) არადა პრეტენზიული საერთოდ არ ვარ... x6 პრეტენზიაა? პრეტენზია კი არა BMW:D:D
რა იქნებოდა საერთოდ რომ არ არსებობდეს „სახელობითი“ დღეები (თამარობაც ყოფილა დღეს თურმე,ვიღაცა ულოცავდა მეორე ვიღაცას) ... არ იყოს ახალი წელი, ვალენტინობა,სიყვარულის,დედის,ქალების და წითელ არმიელების დღე რომელიც მამრებმა მამაკაცების დღედ თუ რაგაც მაგდაგვარად გადანათლეს, ანუ არ იყოს ყველა ის დღე როცა რაღაცას ველით ვიღაცისგან... საჩუქარს, მოკითხვას,sms-ს,ელემენტარულ ყურადღებას ,ვითხოვთ იმას რასაც ყოველღე უნდა ვიღებდეთ წესით, მაგრამ რადგან სასწაულები არ ხდება და თოვლის ბაბუაც არ არსებობს, ამ „მისაღებს“ სახელობითი დღეებისთვის გადავდებთ და თავს „ვინუგეშებთ“ რომ აუცილებად იქნება.... არ იქნება?! ჩვენ მაინც ვიტყვით რომ იყო... ყველაზე ადვილი ხომ თავის მოტყუებაა და უფრო ადვილი გარშმომყოფების.... 
სახელობით დღეებს უკავშირებენ ადამიანები რაღაც მოვლენებს,ქორწილს,სადმე წასვლას ,რაღაცის ან ვიღაცის ნახვას და იმას კი არ ფიქრობენ რომ დღეს გადადებული -ხვალ შეიძლება აღარ დაგიდგეს... მარტო მე ვკითხულობ მარკესს? :) არავის არ გიფიქრიათ რომ საკუთარ თავებს და სასურველ ადამიანებს ჩვენ მოვუწყოთ მისი საკუთარი „სახელობითი დღე“ ყველა დღეს რაღაც სახელი დავარქვათ და იმ დღეს ის ვაკეთოთ რისი დღეცაა... გამოვაცხადოთ ცეკვის დღე და ვიცეკვოთ, ჭამის დღე და ვჭამოთ... სირბილის დღე და ვირბინოთ :))) რა საჭიროა საყოველთაო, ბანალური დღეების ლოდინი იმისთვის რომ ვინმე გავახაროთ?! იმიტომ რომ ყველა მასე იქცევა? მე ყველა არ ვარ , მე მასას არ მივეკუთვნები, შენ თვლი შენ თავს მასად? რაღაც არ მგონია, ყველას ინდივიდუალურობაზე და პიროვნულობაზე გაქვთ პრეტენზია და სნობებივით კი აყოლილხართ ამ „მასობრივ სვლებს“ ... რატომ არ უნდა მოვიდეს თოვლის ბაბუა ზაფხულში? ერქვას აგვისტოს ბაბუა და მოუტანოს ბავშვებს საჩუქრები? მაგრამ არაააა..... ეგოისტები და ბოროტები ვართ ადამიანები, ერთი ზედმეტი სიხარულიც კი გვენანება საკუთარი ბავშვებისთვის

(ეს პირობითად ,იმედია ლაბავოი“ არავინ გაიგებთ)  არავინ არ შემეკამათოთ, ვერ ვიტან როცა თავის აზრს მომახვევენხოლმე თავზე, ყველა ინდივიდს პატივს ვცემ და ყველამ თავისი აზრი თავისთვის შეინახოს, მაგრამ ზუსტად ვიცი ,კომენტარებში „ზედ გადამივლით“ თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრებებით,მეც დაგეთანხმებით იქვე, მაგრამ აზრს არ შევიცვლი, მე მე ვარ და თქვენ -თქვენ.... მე 3 დღის უკან მოვუტანე ის საჩუქარი ჩემ შვილს რომელივ „თოვლის ბაბუას“ სთხოვა, არ იყო მაშინ თოვლი, როცა მოთოვა მაშინ მოვუტანე :)) ბაბუა ხო თოვლისაა?! :D :D ნაკლებად გავახარე? იქნებ უფრო მეტადაც? იმიტომ რომ თოვლის და საერთოდ ბაბუის არსებობაც კი არ სჯერა :)))))) (მამა მაპატიე)....
ხვალ რას იზამთ? „გაიკრავთ“ ჯიბეზე ხელს და შეესევით ქალაქის მაღაზიებს, ბაზრობებს და ჯიხურებსაც კი :)))  და გუშინ რომ გექნათ იგივ ნაკლებად გაახარებდით? იქნებ დღეს მეხი დაგვცემოდ და ხვალინდელი დღე აღარ დამდგარიყო? ხო წავიღებდით საიქიოში მილოცვასაც და საჩუქრის იდეასაც? :))) დარწმუნებული ვარ მიქელ გაბრიელს ვერ გავახარებდით სუნამოთი :)))))) ეეჰჰჰ ხალხნოოოოო... გონს მოეგეთ ცოტაააა.... დროა სნობიზმი და „ზომბიზმი“ დავივიწყოთ და საკუთარი „სახელობითი დღეები“ მოვიფიქროთ დროა დროოო....
წავედი ეხლა მე , ხვალისთვის საჩუქარი მაქვს მოსაფიქრებელი :)))))))))))) გავერიო მეც „მასოვკაში:D:D:D

Friday, February 4, 2011

წრეგადასული პოსტი...

როდესაც სახლში ყველა მწყნარდა.. ძაღლმაც კი დაიძინა.. ყავა დავისხი ..... სიგარეტს მოვუკიდე .... და vivaldi-ს უკვდავი  winter ჩავრთე.. ბოლო ხმაზე (ყურსასმენებში) მარტო წერის ტემპს კი არ მოვუმატე...  სუნთქვაც ამიჩქარდა....... უცებ მომინდა ყველაფერი ჩქარა გამეკეთებინა.. ჩქარა მეწერა, ჩქარა მომეწია.. ჩქარა გათენებულიყო .. ჩქარა დაღამებულიყო.. წამის მეასედებში ამოსულიყო მზე.. ისევ ჩასულიყო... გარშემო ყველაფერს ძალიან ჩქარა ემოძრავა.. და მე ერთ ადგილას ვმდგარიყავი და ამ " ქაოსური" მოძრაობისთვის მეყურებინა..... ერთ ადილას გაყინულს მენახა როგორ იცვლებიან თაობები... როგორ ინგრევიან და შენდებიან ჩემს თვალწინ სახლები... ქვეყნები.. იმპერიები...
მერე მომინდა იმ დროში გადავსულიყავი ძალიან ჩქარა როცა სისწრაფე ყველაზე უმნიშვნელო იყო... როცა წლობით მიიწევდნენ ერთი მიზნისაკენ... როცა დროს მზით განისაზღვრებოდა.... მომინდა მენახა დასაწყისი.... მომინდა მენახა როგორ შენდებოდა პირამიდები.. ჩინეთის დიდი კედელი... დავითი მინდოდა მენახა დიდგორის ველზე... გიორგი მინდოდა მენახა სვეტიცხოველთან  .... ისევ საქართველო მინდოდა მენახა (გამოუსწორებელი პატრიოტი ვარ :) ) ჩემი დაბადება მომინდა მენახა......

მომავალიც მინდოდა მენახა.... სამყაროს დასასრულიც მინდოდა მენახა....

გაქცევა მომინდა.... სადღაც შორს... ყველასგან შორს.. დედამიწისგან შორს.....

Thursday, February 3, 2011

თერთმეტი... (შეკვეთილი პოსტი :)))))) )

იყო და არა იყო რა იყო ერთი..... ყველა ზღაპარი ხომ ესე იწყება? :)) თუმცა რა დროს ზღაპრებია როცა ზრდასრული ადამიაინები განვიხილავთ "საჭირბოროტო" საკითხებს :)))
რატომ თერთმეტი?! პირადათ მე პირველი რაც გამახსენდა ocean`s eleven არის
საკმაოდ კარგი და ყურებადი ფილმია, რთულია არ დამეთანხმოთ ;) 
ერთი ადამიანი და მის დაქვემდებარებაში მყოფი კიდევ  11 , ყველა სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული... თუმცა ყველა სათავისოდ იყენებს ამ ნიჭს , მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან :))) 
რა შეუძლია თერთმეტს ერთად? ოჰო... ერთ-ერთი თერთმეტთაგანი თუ წაიკითხავს ამ პოსტს ოდესმე ამაყად ჩაილაპარაკებს ალბათ " მე ყველაფერი შემიძლია..." :))))) 
(ვერ ვიტან მაია ასათიანის დაყენებულ სახეს  და  საშინელ სიცილს :))) )
ხოდა რას ვამბობდი.... რატომ თერთმეტი და არა ათი ან ცხრა? იმიტომ რომ ჩემი ყოველი დილა იწყება თერთმეტი კაცის "ლანძღვა-გინებით" :)))))) ნუ რა კონტექსტში მოვიხსენიებ მაგის დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ , მაგრამ ალბათ ყველა ისედაც ხვდებით :)))) თქვენც გეყოლებათ თქვენი წილი "სალანძღავი" თერთმეტი :D:D
საერთაშორისო ტერორისტის წყალობით რიცხვ თერთმეტს მარტო მე კი არა მთელი ამერიკა აგინებს და მე არ მაპატიოთ :)))) 
პაოლო კოელიოს11 წუთი გახსოვთ? ისტორია მეძავზე (ნუ მართალია დიდი მორალისტი გახლდათ ზემოდ ხსენებული ქალბატონი) მაგრამ მაპატიეთ და ბოზი მაინც ბოზია :)))) გინდა მეძავი ეძახე, გინდა სუსუტი ნებისყოფის და გინდა "ცხოვრებამ მოუტანა" :)))
ვინმეს რამე გახსენდებათ კარგი თერთმეტზე?! უი ხო.... გმირთა მოედანზე არის რაღაც "ზავიდენია" ( :D ) ლუდი , ხინკალი, ქაბაბი და მოკლედ მამა–პაპური მოლხენის მოყვარული "ჯიგრიანი"  ქართველების თავშეყრის ადგილია, ხოდა ერთხელაც თქვენი მონა მორჩილი და მისი მეგობრები ამ "ჯიგარს" და ხინკალს მოწყურებულები გავემართეთ შიმშილის და "სიყვარული–გაგებას" დასაოკებლად გმორთა მოედნის  ამ სულაც – არა გმირულ "სახინკლეში" და არც მეტი არც ნაკლები ხინკალში ჩვეულებრივი , სტანდარტული ბორბლის (პაკრიშკის) ნაგლეჯი , მართალია მცირე, მაგრამ მაინც... აღმოვაჩინე , და თანაც ეს ყველაფერი საკუთარ თეფშზე :)))))) განრისხებული და გაოცებული სახით ვიხმე მიმტანი გოგონა და მაქსიმალირად ზრდილობიანი ტონით ვთხოვე აეხსნა როგორ მოხვდა ჩემ ხინკალში ბორბალი ... და ვიმედოვნებდი რომ ღორი, რომლის ხინკალსაც ჩვენ მივირთმევდით ამ ბორბლის მსხვერპლი არ იყო... :))))))) ეგ იყო ერთადერთი იმედი რაც იმ დღეს გამიმართლდა.. ღორი თავისი სიკვდილით მომკვდარა და რეზინი ბორბლის კი არა პილპილის ყოფილა :))))))))))))))))))) 
ასე რომ ჩემო საყვარლებო , თერთმეტტან როცა დააპირებთ დაკავშირებას ელოდეთ  რომ თქვენს ხინკალში რეზინის პილპილს აღმოაჩენთ :D:D:D:D:D:D:D:D:D   




არვიცი, რამდენად შეიძლება ამ ყველაფერს დამთხვევები ეწოდოს. ჯობია თქვენთვითონვე წაიკითხოთ და თავად გამოიტანოთ დასკვნები! 1. New York City – შედგება 11 ასოსგან
2. Afghanistan – შედგება 11 ასოსგან
3. Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც დაიმუქრა ტყუპი კოშკების განადგურებით 1993 წელს) – შედგება 11 ასოსგან
... 4. George W Bush – შედგება 11 ასოსგან

შეიძლება ეს ყველაფერი მართლაც დამთხვევაა, მაგრამ გააგრძელეთ კითხვა!

5. New York – არის მე-11 შტატი.
6. პირველი თვითმფრინავი, რომელიც ტყუპებს დაეჯახა, იყო 11 ნომერი.
7. მე-11 ნომერ თვითმფრინავში იჯდა 92 მგზავრი. 9 + 2 = 11
8. 77-ე ნომერ თვითმფრინავში, რომელიც ასევე დაეჯარა ტყუპებს, იჯდა 65 მგზავრი. 6 + 5 = 11
9. ეს ტრაგედია მოხდა 11 სექტემბერს, ანუ 9/11-ში. 9 + 1 +1 = 11
10. შეერთებული შტატების სასწრაფო დახმარების ნომერია 911. 9 + 1 +1 = 11.

ნელ-ნელა იკვეთება რაიმე აზრი? გააგრძელე!

11. გატაცებულ თვითმფრინავებში მგზავრების საერთო რაოდენომა იყო 254. 2+5+4 = 11
12. 11 სექტემბერი არის წლის 254-ე დღე. კიდევ 1-ხელ 2+5+4 = 11.
13. მადრიდში აფეთქება (მორიგი ტერაქტი) მოხდა 911 დღის შემდეგ. შესაბამისად 9+1+1 = 11.