Pages

Thursday, April 7, 2011

Мечты сбываются... В определенный момент... Чаще всего этот момент называется "Уже нахер не надо"...

თქვენთვის წერილია....
პირველი კითხვა-ვისგან?!
ნუთუ ეს ისაა რასაც ელოდი.... მოლოდინი და გაცრუებული იმედი ან ....ან ახდენილი ოცნება :)
რა არის პატარა ქაღალდის ნაგლეჯი? არც არაფერი .. მთავარი შიგთავსია :) სულელური მოლოდინი არარსებულზე....
არა .. რატომ სულელური?! ოცნებები ხომ ხდება? ხდება ხდება ! დამიჯერეთ... არ აქვს მნიშვნელობა ეს ოცნება კონვერტში იქნება ჩადებული , ლამაზად შეფუთული თუ გაჭრილ საზამთროში იდება :))))
მთავარი ახდენილი ოცნებაა... მაგრამ რა უნდა ვქნათ ადამიანებმა როცა ოცნება მაშინ ხდება როცა უკვე აზრი აღარ აქვს მის ახდენას.. აღარ ელი და მარტო ტკივილი მოაქვს.... უსუსურობის შეგრძნება ... თითქოს ხელ-ფეხ შეკრული წყალში ჩაგაგდეს , მძიმე ლოდები მოგაბეს და გაგიმეტეს..... გვიან ახდენილი ოცნება გამეტებაა... არ ჯობია უბრალოდ ელოდო , იოცნებო , იმედი შენს მერე მოკვდეს ... ვიდრე ახდეს .. ოღონდ გვიან .... გვიან ახდენილი ოცნება გამეტებაათქო !!!!.. და ის ვინც ამ ოცნებას გიხდენს ტიპიური ჯალათია....
 ყველას გვყავს ჩვენ -ჩვენი დაგვიანებული ოცნება... ჩვენი ჯალათი და ჩვენი ოცნების მკვლელი :)
წერილი წარსულიდან.... კონვერტში ჩადებული თუ ქარით მოტანილი.... ოცნება თუ საუკუნო ტანჯვა?... განაჩენი თუ შვება... სიხარული თუ სინანული?... კითხვა თუ პასუხი? .... თუ უბრალოდ დამარხული ოცნება?!..... არ ვიცი .... მე წერილი არ მომსვლია :) არც ოცნება დამიმარხავს და ... თუმცა ვინ იცის... :)
მე მაპატიეთ.... შემეკამათეთ... ოცნება აიხდინეთ და ოცნების ჯალათი.... :)))) არადა რა ჯალათი ?? რა ჯალათიიიიიი ?!........ 

4 comments:

  1. ოცნება შენ თავად უნდა აიხდინო...

    ReplyDelete
  2. რადგან შენ დაბრუნდი, აწი რაღა მომკლავს. მოენატრე საბლოგეთს–ბლოგოსფეროს! არ იცი როგორ გამიხარდა, ლინკებში შენი ახალი პოსტის სათაური, რომ დამხვდა. ძალიან მაგარი პოსტია. პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ – ოცნებების ახდენაც კი კარგავს აქტუალობას დროსთან მიმართებაში! მაგარია!!!!!:)

    ReplyDelete
  3. თუ ახდენილ ოცნებას დაგვიანებულად თვლი, ესეიგი ეს ოცნება უკვე დიდი ხნის გარდაცვლილიაა...

    ხათო

    ReplyDelete
  4. თათ იცი რაშია საქმე??? ეგ არასდროს არის გვიანი. კითხვაზე პასუხის მიღება ყოველთვის აქტუალურია, მერე რა რომ ცოტა დაიგვიანა. სამაგიეროდ ახლა მაინც იცი რა მოხდა მაშინ, დიდი ხნის წინ... წარმოიდგინე, რომ არა ეგ წერილი კიდევ დიდხანს იქნებოდი გაურკვევლობაში და კიდევ დიდხანს შეგაცუხებდა უპასუხო კითხვები. მე პირადად მირჩევნია, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს სიმართლე ვიცოდე... თუ გინდა ნუ დამეთანხმები, მე მაინც შენზე ჭკვიანი ვარ ;)))))
    glunchito.... :P:P:P

    ReplyDelete