Pages

Monday, April 25, 2011

first love...

იცით რა გამახსენდა?! უფრო სწორად გარემოებებმა გამახსენა... ბავშვობა :)))) არა ის ბავშვობა არა, ყველას რომ გვახსენდება, მე სხვა.. ცოტა მოზრდილ ბავშვობას ვგულისხმობ :)
აი იმას პირველად რომ გული გიჩქარდება და ხელები გიოფლიანდება ....
2 დღის უკან შემთხვევით გადავეყარე მაგ "ბავშვიბას" და ხელები აღარ გამიოფლიანდა არც გული ამიჩქარდა... უბრალოდ გამახსენდა როგორი ვიყავი 12-13 წლის წინ ,რა მწყინდა და რა მიხაროდა, აღმოვაჩინე რომ გემოვნებაც შემცვლია, თან მნიშვნელოვნად :))) უბრალოდ გამახსენდა ძვეეეელი სადღაც მიკარგული დრო... ღამის თენებები, წყაროზე "ბირჟაობები" საოცარი მუსიკები (საშინელი :D) და მომენატრა... ის დრო, ბავშვობა... რა სულელები ვართ არა?! როგორ გვჯერა რომ 15-16 წლის ასაკში ზრდასრული , დიდი ადამიანები ვართ და არავისი !!! არ გვესმის , არც მამის არც დედის, გვგონია რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და მათ არაფერი , ჩვენ უკეთ ვიცით ჩვენ რა გვინდა , არადა მაშინ ის რომ მექნა რაც მინდოდა დღეს "დაღუპული" ვიქნებოდი :)))))) 
ყველას გახსოვთ თამაში " წითელი , ყვითელი, შავი" :))))) სულ რომ იხუჭები და სულ რომ წითელს ამბობ იმ იმედით იქნებ " მისი" კოცნა მოგიწიოს :)))) და რა ბედნიერი ხარ როცა გარშემო , ყველამ იცის რომ "წითელი " შენ უნდა იყო :))))) ამ დროს ბიძა, მამიდა ან ბებია რომ გამოვა საძებნელად "ჩაბარებული ბავშვი" უყურადღებოდ რომ არ დარჩეს და როოოგორ არ გინდა სახლში წასვლააა :))))) ფიქრობ როგორ შეიძლება დაიძვრინო თავი და დღეში ასჯერ გადიხარ "პურზე" თუმცა სახლში უკვე იმდენი პურია მეზობლებსაც ეყოფათ :))))) 
ხოდა... გარემოებებმა გამახსენათქო იმას ვამბობდი.. და მიუხედავად იმისა რომ მოგონებების აღძვრის ობიექტს იგივე დანიშნულება აქვს ეხლა ჩემთვის რაც ჩემ მეზობელ ომარის :))))) მაინც გულის სიღრმეში ტკივილი ვიგრძენი, გავლილი ბავშვობის ტკივილი... მონატრებაც ვიგრძენი ... ის დრო მომენატრა კი არა, ის "პრობლემები " მომენატრა რაც მაშუნ მქონდა... რა სულელი ვიყავი თურმე :)))) სკოლის ციებ -ცხელება ... და არდადეგების დასრულების საშინელი! მოლოდინი... როცა არ გინდა არც ერთი წამის უქმად დაკარგვა.... მდინარეზე რომ ათენ აღამებ ... ცეცხლზე შემწვარი სიმინდი და ვითომ "დამწვარი" ხელი, რომელიც ძალიან გტკივა :))))) მარტო იმიტომ რომ მან შენზე იზრუნოს :)))) რა ტკბილია და რა მწარედ გასახსენებელია ის რაც წარსული იყო... მაგრამ რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება იმ წარსული მოტკბო-მომწარო მოგონებების გარეშე?! ცარიელი ყუთი... ცარიელი და გადასაგდები :D 
მიყვარს ჩემი სოფელი... იმიტომ არა რომ ჩემია... იმიტომ რომ ჩემი "ბედნიერი ზაფხული" მაქვს იქ ბევრჯერ დატოვებული.. ჩემი მოგონებების სკივრი მაქვს წყაროზე დამარხული და ყველა, გამვლელ გამომვლელი თითო მოგონებას იღებს იმ სკივრიდან ... იმიტომ რომ იქ მათი მოგონებებიცააა... ჩემი თაობის ტკბილ-მწარე მოგონებები....


და მაინც... ყველაზე მაგარი რა არის იცით?! როცა გაიგებ რომ თავის შვილს შენი სახელი დაარქვა :)))))))))) .....


6 comments:

  1. მაგარია! ბავშვობასთან შეხვედრა– იმას გახსენებს რაც დრომ წაიღო და უფრო სენტიმენტალურს გხდის. ცოტა გულსაც გწყვეტს იმის გამო,რომ უკვედ დიდი და სხვა ხარ.ეჰ....:)

    ReplyDelete
  2. taaaat,shens sibrdzneebshi koveltvis sadgac chems tavs vxedav suuuuul...mere "memzmaneba" xolme ragaceeebi da tan sasiamovnooood.dzalian momwooons mokled amis tqma minda. :******

    ReplyDelete
  3. აუუუ თააათ ეხლა გამახსენდა ეგეთი საზაფხულო არდადეგები. წარმოიდგინე არასდროს მომიყოლია შენთვისაც კი, აკტუალურობა დაკარგა ამ ყველაფერმა გარეგნულად, მაგრამ გულის სიღრმეში იგივე ვიგრძენი რაც 14 წლის ასაკში. ხელები გამიოფლიანდა და მუცელში პეპლები აფრთხიალდნენ. რამდენი წელია დიდი დასვენება აღარ მომიწყია სოფელში, მაგრამ გავლითაც რომ გამივლია, სულ თვალების ცეცებით ვეძებ მას, ვინც მხოლოდ 1 ზაფხილს ვნახე. არადა წესით დასასვენებლად ხშირად უნდა ჩადიოდეს... შვილს ზუსტად ვიცი რომ ჩემს სახელს არ დაარქმევდა მარა მაინც... აუ ერთხელ სულ შემთხვევით და შემხვდა(დავინახე) თბილისში და კუჭი ამტკივდა. გავბრაზდი და მერე ბევრი ვიცინე დაქალოჩკებთან მაგ ამბავზე...
    glunchito...

    ReplyDelete
  4. თააააათ იცი რა მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს რაც აქ გიწერია და იცი რააა ხომ კარგი იყო? ეხლა გეცინება ხოოო? შენი ასაკის რომ ავხდები დარწმუნებული ვარ მეც დავწერ ესეთ რამე განა იმიტომ რომ რამეს ვნანობ? არააა იმიტომ რომ არ დამავიწყდეს ბავშვობა, თააათ იცი რა? რაც დრო გადის უფრო მეტდ ვხვდები რომ მე შენ ძალიან გგავარ :D :D :D თაააათ მიყვარხარ (ის ზისტად ვიცი რომ ჩემ სახელს არ დაარქმევს :D:D:D )

    ReplyDelete
  5. ჩემი ჩემნაირი გოგო ხარ შენ :*

    ReplyDelete