Pages

Wednesday, December 31, 2014

2014-2015

ესეც ესე.... ეს წელიც დავასრულე ....

სამზარეულოში "დაყუდებული" სანამ კარტოფილს ვფრცქვნიდი ვფიქრობდი შარშან ახალი წლიდან დღემდე....

ბევრი თითქოს არაფერი შეცვლილა, შარშანაც ამ სამზარეულოში ვფრცქვნიდი კარტოფილს და  წელსაც, ოღონდ  შარშან გეგმები არ მქონდა, წელს მაქვს, შარშან ერთი წლით პატარა ვიყავი, ეხლა ერთი წლით დიდი ვარ .

საინტერესო იყო, ვერაფერს ვიტყვი, ბევრი სიხარული და ბევრი ტკივილი.... მართლა ცხენივით გადავირბინე მთელი წელი :))

დავკარგე ბევრი, შევიძინე ბევრი....

2014 საინტერესოდ დაიწყო, სიახლით, თუმცა ყოველი წელი სიახლით მეწყება და სტანდარტულად მიმთავრდება.... არ იყო ეს 2012 -ყველაზე კარგი წელი ყველაზე კარგი დასაწყისით... მაგრამ რაც იყო იყო....

2014 -მა მასწავლა რომ ყველაფერი ოქრო არ  არის რაც ბზინავს, ყველა ღიმილი არ არის როცა თვალებით არ გიღიმის, დამაკარგვინა ადამიანების ნდობა და შემახვედრა ისეთ ადამიანებს ,როგორსაც  არასდროს შევხვედრივარ, მომიწყო გამოცდა და ჯერ კიდევ არ უთქვამს ჩავაბარე თუ არა...

მომცა საშუალება  გამერკვია რომ  15 წლის წინ დაკარგული თურმე დასაკარგი ყოფილა და გული არ უნდა დამწყვეტოდა, შურისძიების საშუალებაც მომცა.... დამსაჯა და დამასჯევინა (გრამატიკულად თქვენ შემისწორეთ)

მთავარი და მნიშვნელოვანი ! ახალი მეგობრები და ახალი.... :))

ზაფხული  ყოველთვის იდეალური მაქვსხოლმე, წელს ისე -რა... ალბათ იმიტომ რომ აღფრთოვანების ობიექტს არ გადავეყარე ზღვაზე და "პენსიონერულად" დავისვენე მთის წვერზე საიდანაც ზღვას  გადმოვყურებდი... წელს პირველად გავაკეთე არჩევანი მშვიდ დასვენებაზე და არა ქაოსურ-კლუბურ-არყულ ზაფხულზე , ჩემდა გასაკვირად ჩემი გოგოებიც ამყვნენ :)) ისინიც ჩემთან ერთად სვავდნენ Long-Islandის მაგივრად ცივ ჩაის :)))

პრინციპში მთელი წელი უარი ვთქვი "საკუთარ თავზე" თმაც კი გავიმუქე წლის ბოლოს :D წელს არ შემოგვივლია სტანდარტულად თბილისის კლუბები, ხმამაღალი მუსიკის მაგივრად სალონურ საღამოებს ვანიჭებდით  უპირატესობას და მერე გამოვთქვამდით შეშფოთებას მაგის გამო... პრინციპში სადღაა თბილისში კლუბური ცხოვრება.... წელს ვამჯობინe შარდენს "მამკოდა" :))) ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული ვარ არჩევანით,მაგრამ აღფრთოვანებული ვარ ადამიანებით ვის გარემოცვაშიც მიწევდა "პეროს ვალინკზე გაცვლა" :)))

წელს მომიკვდა როი :( ალბათ ყველაზე დიდი ტკივილი იყო მთელი  წლის მანძილზე ....

წელს გამიჩნდა შთაბეჭდილება , მიუხედავად იმისა რომ არ გამოვიყურები საშიშად რატომღაც არიან ადამიანები ვისაც ჩემი ეშინიათ :)))) წელს ვიყავი შტირლიციც და ზორგეც :)))) ბოლოს მომბეზრდა....

წელს პირველად ვთქვი უარი ჩემს ერთადერთ ყველაზე მყარ პრინციპზე... იცის ჩემდაუნებურად....   როცა გავერკვიე  უკვე უძლური ვიყავი დამეცვა "პრინციპები"...

წელს ახალია არაფერი შემიძენია ,არც ახალი ამოჩემებული ნივთი და მუსიკა მქონია... ადამიანების "გადარჩევა-გარჩევით" ვიყავი დაკავებული.... კარგი გაკვეთილი იყო თუმცა სულაც არ ვისურვებდი ამ "ტრენინგის" გავლას, გადასარევად ვგრძნობდი თავს  ისე როგორც ვიყავი.... არაფერი არ მასწავლა უნდობლობის და სიძულვილის მეტი,მე კი პირიქით, მიყვარ-და ადამიანები და ვენდობ-ოდი მათ...

წლის ბოლოს გავდივარ რეაბილიტაციას :)) ვიბრუნებ საკუთარ თავს, ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, ისევ კომფორტულა ვიგრძენი თავი ხმამაღალი მუსიკის ფონზე ღამის თბილისში, ისევ ვიღიავებ თმას და ისევ მიყვარს და ვენდობი ადამიანებს... ისევ ვიღიმი  და ისევ აღარ მეშინია რომ ამ ჩემ ღიმილს "კუდს მოაბავენ".... ისევ ხმამაღლა ვამბობ იმას  რასაც ვფიქრობ და ისევ არ მაინტერესებს ვის რა რეაქცია ექნება , ისევ ვიცმევ ტყავის შარვალს და ისევ "შევდექი ქუსლებზე" ,ისევ ვაპირებ ძაღლის მოყვანას და სულაც არ ვაპირებ  მანქანის გაყიდვას....

ისევ დამესიზმრა ფერადი სიზმარი და ისევ ძალიან-ძალიან ხმამაღლა "ვიხარხარეთ" მე და ჩემმა დაქალებმა .... რაღაცაზე, რაზე არ ვიტყვი, მრცხვენია :)))))))))

წავედი ეხლა... იმდენი კარტოფილი შემომეფრცქვნა ფიქრში ,რომ ვეჭვობ 2016შიც მეყოფა...

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო, არა-მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო.... შეცვალეთ თქვენი ცხოვრება და ისევ უსმინეთ ხმამაღლა მუსიკას.... ;)



1 comment:

  1. Maseti miyvarxar chemo Tata! Qera tmit, tyavis sharvlit da quslebze akakvuli! Shen ar xar horoskopit lokokina da nu qlibav periodulad sheni morielis kuds! Araushavs tu zogjer tavsac daigeslav, mere gaatmagebuli energiit agsdgebi ferflidan! Gilocav axal cels da mase ganagrze!

    ReplyDelete