Pages

Tuesday, October 25, 2011

გაწიეთ ხელები !!!!

არანაირი გეგმა არ მაქვს და სრულიად სპონტანურად ვცდილობ რეალური , გახუნებული სურათი დავინახო რომელიც იმ კაშკაშა ფერებიდან შემორჩა, თითქოს აკვარელით დახატულ სიჭრელეს წყალი შეასხეს, ჯერ ფერები გაიდღაბნა , მერე ჩამოირეცხა და ლაქებად დარჩა ....
ათასგზის ჩმორეცხილი და ათასგზის მიჟღაპნილი  ცარიელი, გახუნებული ტილო დარჩა რომელზეც ყველა ნახატმა თავისი კვალი დატოვა....
ასჯერ და ათასჯერ გადატკეპნილ გადაღეჭილი რეალობა რომელიც მე უკვე ძალიან შემძულდა.... მეზიზღბიან ეს ჩამორეცხილ ტილოიანი სულები და მოსიარულე გვამები...  კაცობრიობა შემძულდა იმიტომ რომ ყველას დაგიჭერიათ ბინძური "ჩვარი" და ცდილობთ ყველგან სადაც ლამაზ ნახატს ნახავთ აიგოთ და წაშალოთ, სული დაგიბინძურდათ და სხეულები დაგიმძიმდათ ხალხოოო!!!!! გაგიფერმკრთალდათ რეალობა და გაგიხუნდათ ყოველდღიურობა.... გაბოროტებულ .. გაზულუქებულ ნახატიჭამიებათ იქეცით და იმასაც კი ვერ ხვდებით რომ თქვენ აკვარელსაც ვიღაც რეცხავს !!! მიმიფურთხებია თქვენი "მჭერმეტყველებისათვის" როცა სულები ცარიელი გაქვთ....
წამართვით ყველა-ფერი რაც კი ჩემ ტილოზე იყო... თქვენი ბინძური , სხვისგან ჩამორეცხილი სულებით აგონიაში ჩავარდნილხართ და ვისაც კი რამე ფერადი დაგვრჩენია ცდილობთ წაგვართვათ.... შურმა და ბოღმამ დაისადგურა ჩვენში !!!!  ერთი სარეველა გამოერევა და მთელ ბალახს სპობს.... სიმწვანე მოგესპოთ სულებში და კუპრი დაგსევიათ .....
მეზიზღებით გაბოროტებულო ადამიანებო.... უბრალოდ მეზიზღებით !!!!


3 comments:

  1. თათ, ისე შემშურდა ელხა შენი ისე შემშურდა, რომ ხმამაღლა ყვირი და ეუბნევი გაბოროტებულ, პირადცხოვრება ჩამორთმეულ, თუ სხვისი ცხოვრების არევით დაკავებულ ადამიანებს, იმას რომ გძულს... მეც მინდა ვიყვირო და თან მადლობა გადავუხადო ხოლმე პერიოდულად, იმისთვის, რომ თუნდაც იშვიათად მივყავართ გაღვიძებამდე... ახალგამოღვიძებულები კი იჟებივით სიძულვილს ვაფრქვევთ და ვთავისფლდებით ამ სიმძიმისგან ...

    ReplyDelete
  2. მე და შენი ხასიათი და კიდევ თვისებები რომ ერთ ადამიანში ყოფილიყო, რა საინტერესო ვინმე გამოვიდოდა, წარმოგიდგენია? გამძაფრებული ეკნებოდა ყველაფერი რაც ცალცალკე გვჭირს, მარა გამოუსწორებელი იკნებოდა თვითშეფასების უცოდინრობაში და თვითგვემაში. ისე ამ თვისებების ნაზავით კაი კაცი იკნებოდა, ქალისთვის ნამეტანია. ცალ-ცალკე ვერ დაგვიტევია ჩვენი შესაძლებლობები და ერთი რა დღეში ჩავარდებოდა :))))

    ReplyDelete
  3. რა მაგარი იყო ეეე! თათ ჟრუანტელმა დამიარა. ასე რეალისტურად დიდი ხანია არაფერს უმოქმედია ჩემზე. სამწუხაროდ გეთანხმები. ცუდია ვარდისფერი სათვალის გარეშე სიარული :((

    ReplyDelete