Pages

Sunday, December 9, 2012

"ცარიელ ადგილას ყველაფრის დადება შეიძლება" :)

ძალიან დიდხანს ვიცხოვრე ისე,რომ არავინ დამიკარგავს, არც მეგობარი,არც ნათესავი,ნაცნობიც კი...... და ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი დავკარგე,ისინი არ მომკვდარან,უბრალოდ დავკარგე და მივხვდი:  ჩემი    ცხოვრებიდან ადამიანიები მიდიან...
დიდხანს ვფიქრობდი მიზეზებზე, დიდხანს განვიცდიდი მათ წასვლას და დიდხანს მივტიროდი.... და მერე მივხვდი, მე ვიწმინდები....  არასაჭირო ადამიანებისაგან,ენერგიისგან....
ისინი ვინც ჩემ ცხოვრებას ფეხდაფეხ მოყვებოდნენ,ინაწილებდნენ ჩემ ყურადღებას,სითბოს ....  და  წავიდნენ...   ისინი უბრალოდ დროს  მაკარგვინებდნენ, იღებდნენ იმას რაც არ ეკუთვნოდათ, აკლებდნენ იმათ ვინც იმსახურებდა ....
არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მეგობარი,ძმა ,ქმარი, შეყვარებული თუ უბრალოდ ნაცნობი.... ის ტვინის რაღაც ნაწილს იკავებს, იმ ადგილს რასაც რომ არა ისინი სხვას დავუთმობდი , ვამპირებივით წოვენ ჩვენგან ყველაფერს კარგს და ამ დროს,ჩვენ მათზე ''ჩაბღაუჭებულები" საერთოდ ვერ ვამჩნევთ როგორ ჩაგვიარა გვერდი ვიღაცამ, ვინც ამისი ღირსი იყო.... გაიარა და წავიდა,ისე რომ ვერც შევამჩნიეთ....
ჩვენი ყურადღების  ობიექტები კი ისე გვტკენენ გულს .... ისე გვაცლიან ყველაფერს დადებითს და ისე ითხოვენ მეტს და მეტს.... ვალდებულადაც გვთვლიან რომ ეს მათ დაიმსახურეს და საკმარისია ფეხი გადაგვიბრუნდეს ისე ურცხვად დაგვანახებენ ზურგს....
ჩემს გარშემოც შეინიშნება "ადამიანების კარგვა" .... ბოლო თვეებია მესმის "წავიდა, არ მირეკავს,არ მკითხულობს,ეს უკვე ბოლო იყო..." და ა.შ. მესმის ტკივილი მათი წასვლის გამო და არცერთ ჩვენგანს აზრად არ მოსვლია ,რომ იქნებ დროა განვიწმინდოთ! ის ხორცმეტები რომლებიც ჩვენ ტვინში და გულში დაუმსახურებელ ადგილს იკავებენ ,მოვიკვეთოთ და ადგილი გავუნთავისუფლოთ ახალს... ღირსეულს....
ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს უსარგებლო ნივთებით გამოტენილი კარადა, უამრავი ძველი      ნივთი რომელიც არაფერში არ გვჭირდება,მაგრამ მაინც ვინახავთ იმ იდეით რომ "იქნებ ოდესმე დაგვჭირდეს, ის  ტანსაცემელი რომელიც  არასდროს გვცმია და არც არასდროს ჩავიცმევთ საგულდაგულოდ გაქვს დაკეცილი და შენახული და ის "საყვარელი შარვალი" რომელიც ერთგულად გვემსახურება და თავს გვაწონებინებს ამა თუ იმ სიტუაციებში, სკამზე უდიერად მიგდებული...  ნაგვით სავსე "უჯრას" ისევ ცარიელი და სუფთა  ჯობს!!!
ჩემთვის ერთმა  ძალიან  მნიშვნელოვანმა ადამიანმა თქვა ერთხელ ,ისე.. წამობოდა წლების წინ უმნიშვნელო დიალოგში "ცარიელ ადგილას ყველაფრის დადება შეიძლება" :) ,ეს თითქოს უმნიშვნელო ფრაზა ბევრჯერ გამახსენდა მას მერეც ....
მემგონი დროა "დავცალოთ" ადგილები და დაველოდოთ   ....


5 comments:

  1. საინტერესო მიგნებაა თათ!!! გპირდები ვიფიქრებ მაგ სიკეთეზე თუმცა, მგონი ჩემი ცხოვრების ”საახალწლო უბორკა”ც გავიდა ბოლოში. ისეთი სუფთა სიცარიელე მაქვს სულში, მზად არის დიიდიი განაშენიანებისთვის!

    ReplyDelete
  2. მე დიდი ხანია რაღაც მსგავსი აზრები მიტრიალებენ, მაგრამ არა ასე ჩამყალიბებული:) ანუ არ დავმჯდარვარ და ფურცელზე არ გადამიტანია ფიქრები და აზრები. მე მგონია რომ ეს ყველაფერი ასაკის და ჩამოყალიბებული ადამიან(ობ)ის ბრალია, უკვე როდესაც ზუსტად ვიცი როგორი ტიპაჟის ადამიანებთან მსიამოვნებს ურთიერთობა და როგორებთან არა... ასე გაიფილტრნენ ისინი ვინც ყოველთვის თან სდევდნენ ჩემ ცხოვრებას, მაგრამ რაღაც "მოვალეობის" მოხდის მიზნით ვურთიერთობდი.

    ReplyDelete
  3. ვაააა, ექაუნთი მქონია ^_^

    ReplyDelete
  4. ra vici chems postebze kreba xolme sheni eqaunti?

    ReplyDelete
  5. ადამინები უბრალოდ უანგაროდ უნდა გიყვარდეს, ზოგი წავა ზოგი მოვა, ეს ჩვეულებრიბვი ამბავია
    ერთადერთი ვინც არასდროს მიგატოვებს ღმერთია, და იმედიც მისი უნდა ვიქონიოთ.

    ReplyDelete