Pages

Friday, March 23, 2012

ყველაფერი ვაშლის ბრალია...

ვინმეს გიფიქრიათ რა იქნებოდა ადამს და ევას ის წყეული ვაშლი რომ არ ეჭამათ?!
 სრული ქაოსი და ანარქია დედამიწაზე... თუ სადაც იყო  :)..

ვიტანტალებდით დედიშობილა ქალიან-კაციანად
და რა იქნებოდა?! მდედრიც და მამრიც ყოველგვარი სირცხვილის და მორიდების გარეშე შემოვუვლიდით სამოთხის ბაღს....  რამდენი პრობლემა მოგვეხსნებოდა?! დილით არ ვიდგებოდით გარდერობისმაგვარ  ხესთან მთელი ორმოცი წუთი შესაფერისი ფოთლის ასარჩევად ,რომელიც პირელ რიგში ჩვენს თვალებს მოხიბლავდა სარკისებურ მდინარეში და მერე ჩვენს ადამს, არც შესაფერისი სამკაულის ძებნით დავკარგავდით კიდევ ოც წუთს, მთელი ჩვენი დილის პროცედურა შემოიფარგლებოდა გეიზერში გაჭყუმპალავებით და მზეზე გაშრობით , კანიც მშვენიერ ნამზეურს მიიღებდა , არც მანქანის და ტრანსპორტის პრობლემა არ იქნებოდა, შევკაზმავდით ჩვენ ცხენებს,კამეჩებს ან სულაც ცხვრებს და წავიდოდით სამსახურისმაგვარ ბაღში, ბოსტანში... გვეყოლებოდა დედიშობილა დირექტორი თავისი  დედიშობილა მდივანით და არავინ არ ჩაიჩურჩულებდა ზურგსუკან მის კოხტა ფეხებზე მორგებულ უმოკლეს კაბაზე ....
 ჩვენი ძვირფასი დიზაინერები იზრუნებდნენ ახალი ჯიშის ხორბლის გამოყვანაზე და არა ფერების შეხამებაზე სეზონების მიხედვით, არც ხვლიკებს დახოცავდა არავინ და სათვალეზე არ წაუსმევდა გავრცელებული მითის თანახმად "შიშველს" დაინახავო :) ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა,მაგრამ არ იქნებოდა აკრძალული ხილი.....  მმმმ.... თან რა გემრიელია და როგორი არომატი აქვს.... ვნებანარევი ,ამღვრეული,ცხელი..... როგორ სასიამოვნოდ გწვავს ხელს და გჭრის თვალს.... ყელში რომ გრძნობ მოზღვავებულ ადრენალინს და თვალებიდან ასხივებ.... შორიახლოს უტრიალებ და ერთი სული გაქვს როდის დააგემოვნებ თუმცა იცი რომ ,სამუდამოდ გამოიჯახუნებ სამოთხის არარსებულ კარს..... ;)  ოხხ ევა,ევა... ერთმა  გველმა  როგორ შეგაცდინა  , რას გვერჩოდი დანარჩენ "ევებს" ?! :)))) შენ შენი წილი სამოთხე ნახე მაინც და ჩვენ?! რატომ დაგვიტოვე მთელ კაცობრიობა- ქალობრიობას  აკრძალული ხილის ადრენალინნარევი გემო.... რატომ გაგვიმეტე მთელი საქალეთი ამ გემოს მუდმივი ძიებისთვის?!

 დამესიზმრე რა ... პირადად მინდა გკითხო..  თვალი გაგისწორო და გკითხო "გემრიელი იყო ის ვაშლი?"......


2 comments:

  1. ევა– გველმა შეაცდინა კაცო ვახ. საცოდავი ქალი, ამოატრიალა სამარეში. :)))

    ReplyDelete
  2. ki gemrieli vashli iyo dzalian :D

    ReplyDelete