Pages

Friday, December 9, 2011

სადამრიგებლო პოსტი :D ისინი ყოველთვის ბრუნდებიან ;)

ვგიჟდები ამ პოზიციაზე, მაქსიმალურად მოხერხებულად მოკალათებული, ჭიქა ყავით და ამოჩემებული მელოდია ოთახში...
 რა არის ეს "რაღაც" ?! გაუაზრებელი სიამოვნება, სიამაყის შეგრძნება "აი ხომ ვამბობდი ;)"
 და რას ვამბობდი?! ისინი ბრუნდებიან , აუცილებლად ! დამიჯერეთ :))) 
პატარა უგუნური რჩევა მინდა მივცე " მოტირალ " გოგონებს :)  თუ წავიდა გაუშვი, ნუ გამოეკიდები, ის აუცილებლად დაბრუნდება , თუ "ტკბილი მოგონებების" სადღეგრძელოს დროს :)) ერთხელ მაინც გაიხსენებს თქვენთან გატარებულ პერიოდს ის აუცილებლად დაბრუნდება, თუნდაც წლები იყოს გასული ;) მეორე თემაა რამდენად დააგვიანა :) , მაგრამ პიროვნული ეგოს დაკმაყოფილების შესაძლებლობა აუცილებლად მოგეცემათ , მენდეთ :)))) 
ვერ გეტყვით ასე რატომ ხდება, ეგ რომ ვიცოდე მამაკაცი უნდა ვიყო... უბრალოდ მათი ბუნებაა მტაცებელი, აგრძნობინეთ რომ დაგკარგა და  ფიქრი დასრულებული არ გექნებათ როცა მისი ნომერი გაანათებს თქვენი მობილურის ეკრნს :) არა იმიტომ რომ "უგონოდ შეყვარებულია" ან მოენატრეთ, არა უბრალოდ ეგოიზმია და აი მერე უნდა ჩართოთ  თქვენი ქალური მზაკვრობა და დაიწყოთ თამაში (თუ გიღირთ, რა თქმა უნდა) ნელ -ნელა გაიხსენოთ პატარა დეტალები "ძველი დროიდან" ოღონდ არავითარ შემთხვევაში ცუდი !!! ერთად იცინოთ მაშინდელ შეცდომებზე და რაც მთავარია "აღიაროთ" !!! რომ "ცდებოდით" ;) ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავდეს ბოდიშის მოხდას !!! განა იმიტომ რომ ბოდიში " გრეხია" ?! არა, უბრალოდ ბოდიში ცოტა სხვა რიტუალია.... ბოლოს აუცილებლად უნდა დააყოლოთ " კაი დრო იყო ისე ;) " და შედეგი სახეზეა !! თქვენი გაქცეული პრინცი უმალ "სახლში იგრძნობს " თავს :)))
ისევ ის სუნამო უნდა ამოქექოთ ძველი სკივრიდან რომელიც მის თავს გახსენებდათ და საგულდაგულოდ გადამალეთ , იმიტომ რომ მასაც აუცილებლად გაახსენებს სუნი "სახლის სუნს" , ის აუხილებლად დაგპატიჟებთ ჭიქა ყავაზე, ისე უბრალოდ მეგობრულად ;) და თქვენ დელიკატური თავის დაფასებით... "არ ვიცი ღიირს?!..." თითქოს თქვენ თავს უსვამთ შეკითხვას და ამ დროოს მე ხო ვიცი რომ ზუსტად იცით რას ჩაიცმევთ იმ საღამოს :)))))) ხაზგასმით არასდროს იუაროთ "ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივა" ! (არავინ არ იცის მომავალში რა ხდება ! ) აუცილებლად გაიხსენეთ მისი ყველა მეგობრის სახელი , ოღონდ კითხვის ნიშნით (ესე ქვია ხოო?! , თუმცა ზუსტად იცით რაც ქვია :))))) ) დაიდებილეთ თავი უხერხულ კითხზვებზე და ესაუბრეთ "გულახდილად" (არ შემშლია, განგებ დავწერე ბრჭყალები" ) შეიფერეთ კომპლიმენტი და არავითარ შემთხვევაში არ წამოაძახოთ "მოფორთხდი ხოოო" (ეს თქვენთვის იცოდეთ გულში , ეგეც საკმარისია ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად ;) )  ეს მათში აგრესიას გამოიწვევს , იმავე საღამოს არაფერს გაგრძნობინებთ, დაგირეკავთ კიდეც მაგრამ პირობას გაძლევთ რომ ეს თქვენი ბოლო პაემანი იქნება :)))))) არავითარი თვალშისაცემი მაკიაჟი და სამოსი, არ უნდ ამიხვდეს რომ მისთვის გაიპრანჭეთ!! სადად, ლამაზად, და რა თქმა უნდა დიიიდი მონდომებით მოკაზმულები გამოეცხადეთ, ეფექტი არ უნდა იყოს " რა უჩალიჩია გოგოს " :)))))  არაა საჭირო ახსენოთ რამდენჯერმე რომ ეს "მეგობრული" КОФЕПИТИЕ-ა , ეს ორივემ ახსენეთ შეხვედრამდე და ნუღარ დააფრთხობთ , თორემ ჩათვლის რომ მართლა მეგობარი ხართ და გიამბობთ ამბებს თავის ახლანდელ-ყოფილებზე რაც ძალიან არ გესიამოვნებათ და ის იფიქრებს " რატომ დაიბოღმე პატარავ, შენ არ გინდოდა მეგობრობა ;) " :)))))  
და მერე.... მერე უკვე მე ვეღრაფერს გირჩევთ გრძნობებს მიენდეთ ოღონდ!!!!!!  ოღონდ არავითარ შემთხვევაში პირველივე "მეგობრულ პაემანზე" :)

წარმატებებიიიიიი :*:*:*

13 comments:

  1. მაგარი რჩევებია და უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილს ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე მამაკაცი წაიკითხავს , აქ მოყვანილი წესები ყოველთვის 100% ით იმუშავებს.
    და არა იმიტომ , რომ ქალებს შურისძიებით გიყვართ ტკბობა და არა იმიტომ, რომ მამაკაცები დებილები ვართ– არა, მარტო იმიტომ , რომ ქალი, რომელიც სხვა ქალებს არ გავს– ნაცნობი სუნამოთი და მის გარეშეც მთელი ცხოვრება, მაინც საყვარელ არსებად რჩება. :)

    ReplyDelete
  2. არ ვიცი რა ხდება და ვისთვის ამოქექე კარგდ გადამალული სუნამო... არ ვიცი ვის სანახავად ემზადე ან ემზადები ასეთი ”ვითომ между прочим მონდომებით”, მე გეთანხმები რომ ეს ყველაფერი ყოველთვის ჭრიდა, ეხლაც ჭრის, აუცილებლად გაჭრის კიდევ დიდი ხნის განმავლობაშჳ ჩვენს მამაკაცებზე, მაგარმ რა ვიცი... ისე მინდა გითხრა, რომ მაგ სუნამოს გარეშეც ადამიანური არომატი, რომელსაც ვერცერთი არომატულად დაბკურებული სურნელი ვერ ცვლის, გაცილბით ღრმად ზის მეხსიერებაში და გაცილებით მძლავრად მოქმედებს:))) უბრალოდ ახლოს მისვლა დაგჭირდება რომ უკედ შესძლოს მონატრებულ, მიტოვებულ და დავიწყებას მიცემულ არომატს კიდევ რომ გაუსინჯოს გემო. GOOD LUCK!!! :*

    ReplyDelete
  3. რამდენჯერაც ჩემ ყოფილ შეყვარებულთან გატარებული ბოლო 2 კვირა გავიხსენე, იმდენჯერ ვფიქრობ, ნეტავ აქ ხომ არ შემოვიდა და ეს წაიკითხა, იმდენად ზუსტად აკეთებდა ამ ყველაფერს :)

    ReplyDelete
  4. ადამიანი თუ გიყვარს და მასთან ერთად ყოფნა გინდა, უბრალოდ უნდა იყო მასთან ერთად. ასე წინასწარ გათვლებზე და დაგეგმებზე რომ მივა საქმე, დაკარგულია იქ ყველაფერი...

    ReplyDelete
  5. PiNetBra ეს ერთად მყოფ წყვილებზე არაა.... :)

    ReplyDelete
  6. დაშლილებზე ვამბობ :) :)

    ReplyDelete
  7. PiNetBra და სად შეხვით "მეგობრულ პაემანზე"... და რა სუნამო ესხა? წლები არ გყავდათ ერთმანეთი ნანახი?

    საინტერესო იქნებოდა მამაკაცისეული ვერსია მოვლენების ამგვარგანვითარებაზე :)

    ReplyDelete
  8. Tata: წლები არა, თვეზე მეტი. სად შევხვდით რა მნიშვნელობა აქვს, ან რა სუნამო ესხა (თუმცა, ვიცი რაც ესხა). ვერსია და ლოგიკა უმარტივესია: სპექტაკლები არ უნდა დადგა, თუ რამე გინდა, უნდა თქვა - გინდ ქალი იყო და გინდ კაცი. ორივემ შეცდომები დავუშვით, სამწუხაროდ და მერე შედეგიც დადგა.

    ReplyDelete
    Replies
    1. ადამიანმა მთავარია შეცდომის აღიარება ისწავლო და თუ საკუთარზე ვერა სხვის შეცდომებზე მაინც ისწავლო... შენ თუ იცი მას რა სუნამო ესხა, სუნი თუ გეცნო და თუ "თავი სახლში იგრძენი" ე.ი. ის შენი სახლია, და ადრე თუ გვიან შინ დაბრუნება მოგინდება...მთავარია კარი ვინმემ გაგიღოს და თბილი ოთახი დაგხვდეს... და თუ ამისთვის ,ამის მიღწევისთვის თუნდაც თამაში დაგჭირდეს რაღაც ეტაპზე უნდა ითამაშო,მთავარია თამაში შენი ცხოვრების სტილი არ გახდეს.... მე აქ მაქვს პოსტი ცხოვრებით და დროით თამაშზე და კარგი იქნება თუ გადაავლებ თვალს ...


      კეთილი სურვილებით თათა :)

      Delete
    2. მინდა რომ ყველამ ითამაშოთ... დროს ეთამაშოთ... დროით ითამაშოთ და დროულად მიხვდეთ რომ თამაშობთ..;)

      Delete
    3. "ადამიანმა მთავარია შეცდომის აღიარება ისწავლო"

      ისეთ დროს, რაც შენ აღწერე, მარტო 1 მხარე არ უნდა ხვდებოდეს შეცდომა რომ დაუშვა. ეგაა მთავარი. ორივე უნდა მიხვდეს. და თამაშის დედაც, ჯეკ.

      Delete
  9. PiNetBra მარტო შეცდომის აღიარებას რა ფასი აქვს თუ პატიების უნდარი არ გაგაჩნია?!:)

    ReplyDelete
  10. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete