Pages

Friday, March 2, 2012

დილით გავიღვიძე, თავი მტკიოდა...  მიზეზს ვერ მივხვდი.... ალბათ წუხელ ცუდად მეძინა...  დავაპირე ძილი გამეგრძელებინა ოღონდ არ ვიცოდი რატომ და მივხვდი ... სიზმარში დაბრუნება მინდოდა....  თვალის გახელა არ მინდოდა.... რეალობა მტკიოდა....
განძრევა არ მინდოდა თითქოს სიზმარს დავაფრთხობდი, თვალს არ ვახელდი და ვთხოვდი .... ხმამაღლა ვთხოვდი გაგრძელებულიყო.... ვყვიროდი ოღონდ ხმა არ ამომდიოდა.... სადღაც იკარგებოდა... არ ესმოდა....
კადრების აღდგენას შევეცადე.... გამახსენდა სივრცე, ცაზე უფრო ლურჯი , ხმაც მომესმა, ჩემთვის უცნობი.... მაგრამ კარგად ნაცნობი, სახეც დავინახე ,ისიც უცნობი ,მაგრამ მაინც ნაცნობი....  საიდანგაც დაუბერა... შემაჟრჟოლა... თბილი ჰაერი იყო.... სუნთქვა ვიგრძენი ჩემ თმასთან.. ცხელი სუნთქვა  ,შეხება  ვიგრძენი,კანის ზედაპირით... მიუკარებელი შეხება....  თითქოს ჩურჩულიც მომესმა... ვერ გავარჩიე სიტყვები.. აზრი ვერ გამოვიტანე,მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა აზრს?! დღე იყო მაგრამ ცაზე ვარსკვლავები იყო.... უამრავი  ვარსკვლავი... მეტი არაფერი...
უამრავი პატარა მანათობელი წერტილი :) თითქოს შემეძლო ხელი გამეწვდინა და მომეწყვიტა ...  ისე ახლოს იყო და ისე შორს...... რაღაც მუსიკაც ისმოდა.... ჩემთვის უცბობი,მაგრამ ისიც  ნაცნობი.... ფრენა მომინდა და ... შევძელი.... :) ვარსკვლავებთან მივედი და დედამიწას გადმოვხედე.... ღმერთო რა  ლამაზი იყო.... სულ პატარა... ხელის გულზე დამეტეოდა..... საოცრად დავმსუბუქდი,ნიავს გავყევი.... წამიღო სადღაც შორს.... შემეშინდა.... თავს ვეღარ ვიმორჩილებდი... მეშინოდა ,მაგრამ გაჩერება არ მინდოდა.... თავით ვეშვებოდი უკიდეგანო და უმისამართო სივრცეში... უფრო და უფრო მეშინოდა.... ხელს,ფეხს,გონებას ვეღარ  ვიმორჩილებდი... ეს რაღაც ჩემზე ძლიერი იყო... ყველაფერზე ძლიერი..... "გამაჩერეთ!!! ვინმემ გამაჩერეთ!!!! " .... მაგრამ არავინ იყო.... ვხედავდი დედამიწაზე ხალხი როგორ ცხოვრობდა.... თითქოს წლები წამში გადიოდა...... "არა,არა უჩემოდ არ იცხოვროთ... აქ ვარ ... რატომ ვერ  მხედავთ?!!!!!!".....  მაგრამ გაჩერება არ მინდოდა.... სივრცე-დამოკიდებული ვიყავი, რაც მეტი იყო შიში მით მეტი იყო აღტაცება,აღფრთოვანება.... არაფრის მოლოდინით სავსე იმედი და სივრცე.... საით მივყავდი არ ვიცოდი,მაგრამ მივყვებოდი... შორს-შორს დედამიწისგან... თქვენგან.... შენგან.... 

4 comments:

  1. მე მიხარია, რომ ეს სიზმარი იყო მხოლოდ. რეალობა გაცილებით მტკივნეულია ზოგადად, მაგრამ რეალობა შენს გარეშე არ არსებობს. სიზმარში ეგეთი რაღაცეები ”მოსულა” შენი სხეული უშენოდ რომ არსებობს. რეალობა ბევრად რეალურია!!! მწარე რეალობა გვირჩევნია მეც და შენც ბუნდოვან სიტკბოებას და მოჩვენებით არსებობას! :*

    ReplyDelete
  2. სხვათაშორის მაგ დღეს მეც საშინელი კოშმარი დამესიზმრა, ეხლაც კი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ჯერ კიდევ. :)დაიკიდე. :)

    ReplyDelete
  3. Tat dabrundi ra! Momenatre sheni sizmrebshi areuli realobit

    ReplyDelete